-
ავტორი
- კატეგორიები: ხელოვნებათმცოდნე პროფესორი
არსენიშვილი ირინა ვლადიმერის ასული (28.IV.1943, თბილისი - 27.XI.2018), ხელოვნებათმცოდნე. დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვ. (1966). ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი. თსუ-ის ასპირანტი (1970-1974). იტალიაში მუშაობდა სადისერტაციო ნაშრომზე (ხელმძღვ. ჯულიო-კარლო არგანი, 1974-1975). მოსკოვში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, მხატვრის კ. კრიველის შემოქმედებაზე (ხელმძღვ. მ. ალპატოვი, 1977). თსუ-ში იყო ლექტორი (1974-2006); დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ქართული დაზგური ფერწერის განვითარება“ (2001). იყო თსუ–ის ხელოვნების ისტ. და თეორიის კათედრის გამგე (1998-2006). საქართვ. ეროვნ. მუზეუმის მთ. კონსერვატორი, საგამოფენო პოლიტიკის კოლექციების შესწავლისა და თანამედროვე მეთოდოლოგიით მათი აღწერის მიმართულებით (2006). თსუ-ში კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: „რენესანსი“; „თანამედრვე ხელოვნება“. ა.ი.-ს ინიციატივით თსუ-ში იმართებოდა საერთაშ. კონფერენციები, გამოიცემოდა სამეცნ. შრომების კრებულები. არის ავტორი ორი მონოგრაფიისა და ათეულობით სამეცნ. სტატიისა. ა.ი. თავის ფუნდამენტურ ნაშრომში "ქართული დაზგური ფერწერა" (XVIII საუკუნის II ნახევარი - XX საუკუნის 20-იანი წლები) ვრცლად განიხილავს დაზგურ ფერწერას ადრეული ეტაპისა და უფრ. თაობის მხატვართა და მეორე თაობის მხატვართა შემოქმედებაში. წიგნში კვლევის ტიპოლ. და კომპარატიული მეთოდების გამოყენებით ქართ. დაზგური ფერწერის განვითარების ძირითადი მხატვრულ-სტილური ტენდენციების გამოვლენას ისახავს მიზნად. რედაქტორია წიგნებისა: „ელენე ახვლედიანი: წლები, მოვლენები, ფაქტები“ (2008); აკად. შ. ამირანაშვილისადმი მიძღვნილი „ამირანაშვილი, 110: ბიობიბლიოგრაფია“ (2009) და „სომეხი მხატვრები საქართველოში: ჰაკობ ჰოვნათანიანიდან გაიანე ხაჩატურიანამდე“ (2011).
თხზ.: არსენიშვილი, ი. (2009). Georgian easel painting (second half of the 18th century to the 1920's). New York, Nova Science Publ. ISBN: 978-1-60741-738-5.; არსენიშვილი, ი. (2012). ნიკო ფიროსმანაშვილი, 1862-1918. თბ., ქარჩხაძის გამომც. ISBN: 978-9-99403-484-0; არსენიშვილი, ი. (2012). ირაკლი ფარჯიანი, 1950-1991. თბ., ქარჩხაძის გამომც. ISBN: 978-9-99403-485-7.; არსენიშვილი, ი. (2000). Карло Кривелли. М. Искусство, ISBN: 5-210-02546-2.