-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული მხატვარი
არსენიშვილი ია მიხელის ასული (3.III.1971, თბილისი), მხატვარი. დაამთავრა თსუ-ის ხელოვნ. და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკ-ტი (1994); თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკად. დეკორ.-გამოყენებითი ფაკ-ტი (1995). იყო ,,ქართული ფილმის" მხატვარი-მულტიპლიკატორი (1990-1991); სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასის" ადმ. თანამშრომელი (1992-1994); გიმნაზიის ,,მოძღვარი" მასწავლებელი (2000), გიმნაზია ,,სხივის" სასწ. ნაწილის გამგე (2001-2003). არის მ. თოიძის სახ. სამხატვრო ლიცეუმის პედაგოგი (2006-დან). გამართული აქვს პერსონალური გამოფენები ქარვასლაში (თბილ., 1997); სეგ-ში (თბილ., 1998); შერატონ მეტეხი პალასში (თბილ., 1999); თსსა-ში (2000); საქართვ. სამედალიერო ხელოვნების მუზეუმში (2001); სახელმწ. ხელოვნების მუზეუმში (თბილ., 2002); შერატონ მეტეხი პალასში (ბაქო, 2004); სტამბულში (2004); პერისია პალასში (კაბადოკია, 2004); თანამედროვე ხელოვნების გალერეაში "ილიადა" (სტამბული, 2006); ჯგუფური გამოფენები მოსკოვში (რუს.); მონპელიეში (საფრ.); ჩიკაგოში (აშშ); კიოლნში (გერმ.). მონაწილეობდა ტექსტილის II და III საერთაშ. სიმპოზიუმებში. მიღებული აქვს საქართვ. მხატვართა კავშირის მედალი წლის საუკეთესო ნამუშევრისათვის (2000); თბილ. მერიის კულტ. სამსახურის პრემია (2003); არის საქართვ. მხატვართა კავშირის წევრი (1999-დან).