-
ავტორი
- კატეგორიები: პოლიტიკოსი მათემატიკოსი
არსენიშვილი გიორგი (გია) (05.I.1942, სიღნაღის რ-ნის სოფ. ხირსა –17.XI.2010 ქ.თბილ.). პოლიტიკოსი და მათემატიკოსი. თსუ-ის პროფესორი (1977), ტექნ. მეცნ. დოქტორი, საქ. პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავ–რე. დაამთავრა თსუ–ის მექანიკა-მათემატიკის ფაკ-ტი (1966) და ასპირანტურა (1969). არის 54 სამეცნ. ნაშრომის ავტორი. იყო საქ. საინჟ. აკადემიის და კავშირგაბმულობის საერთაშ. აკადემიის ნამდვილი წევრი. გაიარა სამეცნ. სტაჟირება ჰაიდელბერგის უნ–ტში (1973-1974); სხვადასხვა დროს იყო: თსუ–ის გამოყენებითი მათ. ინ-ტის უმც. მეცნ. თანამშრომლი (1969-1971), მექანიკა-მათემატიკის ფაკ-ტის დოცენტი (1971-1977); კიბერნ. და გამოყენებითი მათ. ფაკ-ტის დეკანი(1977-1982); ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო დარგებში მათ. მეთოდების გამოყენების კათედრის გამგე (1981-1997). იყო საქ. პრეზიდენტის რწმუნებული კახეთში (1995-2000). საქ. სახელმწ. მინისტრი (2000-2001); საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიაში, უნგრეთში, სლოვენიაში და ჩეხეთში (2002-2004); საქ. გაერთიანებული ტელეკომის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (2004-2006); საქ. რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდ. (2006-2007) ; საქ. გაერთიანებული ტელეკომისა და საქპატენტის სამეცნ. კონსულტანტი (2007-2008); საქ. მე-7 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავ-რე (2008-2010). არის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.
თხზ.:არსენიშვილი, გ. (1990). საკონკურსო ამოცანები მათემატიკაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემსვლელთათვის. უნ–ტის გამ–ბა; არსენიშვილი, გ. (2006). რიგთა თეორია. მასობრივი მომსახურების თეორია (ლექციათა კურსი). უნ–ტის გამ–ბა.