არონსონი ჰოვარდ
არონსონი ჰოვარდ

არონსონი ჰოვარდ (Aronson Howard, 03.V.1936 – ჩიკაგო), თსუ-ის სამეცნ. საბჭომ ამერ. ლინგვისტი, სლავური კვლევების ხელშემწყობი ამერ. ასოციაციის წევრი, პროფესორი, აირჩია საპატიო დოქტორად (13. 09. 1993).

ა. ჰ.-მა მოიპოვა ილინოისის შტატის უნ-ტის ბაკალავრის (1956), შემდეგ კი - ინდიანას უნ-ტის ხელოვნების მაგისტრის ხარისხი (1958). იგი ინდიანას უნ-ტის ფილოსოფიის დოქტორია (1961).

ა. ჰ. მადისონში ვისკონსინის უნ-ტის სლავური ენებისა და ლიტერატურის ასისტენტ–პროფესორის თანამდებობას იკავებდა (1961-1962), შემდეგ კი – ჩიკაგოს უნ-ტის სლავური ლინგვისტიკის ასისტენტ–პროფესორის თანამდებობას (1965). აქვე უძღვებოდა კურსს ქართ. ენისა და ქართველური ენათმეცნიერების შესახებ.

ა. ჰ.-ისა და მისი ხელმძღვანელობით აღზრდილი დასავლელი ქართველოლოგების დამსახურებით აშშ–ში დღემდე არ ნელდება ინტერესი ქართ. ენის მიმართ.

მეცნიერი სლავური ენების, ლიტერატურისა და ლინგვისტკის დეპარტამენტში მუშაობდა ასოცირებულ პროფესორად (1965-1973), შემდეგ კი – პროფესორად (2002). იგი იყო ლინგვისტიკის განყ-ბის ხელმძღვ. (1972-1980) და ემერიტუსი პროფესორი (2002).

მეცნიერი  სლავური ლინგვისტიკისა და ლიტერატურის განყ-ბის გამგის პოზიციაზეა (1983-1991, 2000-2001), არის სლავური კვლევების გაუმჯობესების ამერ. ასოციაციის წევრი. მან ინგლისურენოვან სივრცეში პირველმა შეადგინა ქართ. ენის სახელმძღვანელო.