-
ავტორი
- კატეგორიები: სტრუქტურული ერთეული
არქეოლოგიის მუზეუმი-არქეოლ. მეცნიერებას თსუ-ის დაარსებისთანავე მკვიდრი საფუძველი ჩაეყარა, რომლის სათავეში ექვთიმე თაყაიშვილი იდგა. ამ დღიდან მოყოლებული, საქართვ. სხვადასხვა კუთხეში არქეოლ. ძეგლების გამოვლენასა და შესწავლაში უნ-ტში მოღვაწე არაერთი თაობის მეცნიერ-პროფესორი და სტუდენტი მონაწილეობდა. მათ მიერ მოპოვებული მრავალრიცხოვანი არტეფაქტები ზოგადად ქართ. კულტურას ნათლად წარმოაჩენენ და განვითარების იმ უწყვეტი ჯაჭვს სახავენ, რომლითაც საქართვ. მსოფლიო ცივილიზაციაში სათანადო ადგილი დაიკავა. უნ-ტში, ისტ. ფაკ-ტის არქეოლ. კათედრასთან, დაარსდა არქეოლ. კაბინეტი (1967), რომლის ბაზაზეც უნ.-ტი სამუზეუმო გაერთიანებაში შემავალი არქეოლ. მუზეუმი შეიქმნა (2007). არქეოლ. მუზეუმის ექსპოზიცია ქვისხანიდან გვიან შუა ს. პერიოდს მოიცავს. აქ წარმოდგენილ მრავალრიცხოვან არტეფაქტებს არამარტო საქართვ., არამედ მთლიანად კავკ. და წინა აზიის უძველესი და ძველი ისტ. გაშუქებისთვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თსუ-ის მუზეუმი მჭიდროდ და ნაყოფიერად თანამშრომლობს თსუ-ის არქეოლ. ინ-ტთან, რ-იც გათხრებს აწარმოებს საქართვ. სხვადასხვა მხარეში და იქ მოპოვებული მასალებით ყოველწლიურად ივსება და მდიდრდება არქეოლ. მუზეუმი. ამჟამად აღრიცხულია 4 000-მდე ექსპონატი და დანარჩენი მუშავდება.