-
ავტორი
- კატეგორიები: სამართალმცოდნე პოლიტიკოსი საპატიო დოქტორი
არინჩი ბიულენთ (Arınç Bülent, 25. V. 1948, ბურსა), თურქეთის რესპ. და საქართვ. შორის ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საქართვ. სახელმწიფოებრიობის განმტკიცების მხარდაჭერისათვის, ცნობილ პოლიტიკოსს, თურქეთის რესპუბლიკის ვიცეპრემიერმინისტრ მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (28. 05. 2012).
ა. ბ.-მა სამართ. ბაკალავრის ხარისხით დაასრულა ანკარის უნ-ტი (1970). წლების განმავლობაში ადვოკატად მუშაობდა ქალაქ მანისეში.
ა. ბ. პირველად (1955), შემდეგ ხელმეორედ აირჩიეს დიდი ეროვნ. კრების წევრად (1999). იგი არის „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
პოლიტიკოსი დიდი ეროვნ. კრების სპიკერის თანამდებობას იკავებდა (2002-2007), შემდეგ კი პრემიერმინისტრის მოადგილედ დაინიშნა (01. 05. 2009-28.08.2015).