-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი
არღუთაშვილი ვალერი ვაჟას ძე (1985. 23. 02, გორი), ეკონომისტი. დაამთავრა: თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტი, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით (2002-2006); მაგისტრატურა (2009) წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე: “ტურიზმის განვითარების სტრატეგია და მისი განხორციელების წინააღმდეგობები შიდა ქართლის რეგიონში”(2016). მუშაობდა გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციფალიტეტში სახ. რწმუნებლის გუბერნატორის აპარატში (2008-2010), იყო აგრ. უნ-ტის რექტორის თანაშემწე, თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ის დეკანის თანაშემწე, თსუ-ის ტურიზმის განვითარების ინ-ტის პროფ. საგანმან. პროგრამების კოორდინატორი, თსუ-ის პროფ. განათლების ცენტრში პროფ. პროგრამების კოორდინატორი (2008-2021), არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრში აკრედიტაციის ექსპერტი, იყო სახ. შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს წევრი (2020-2021), ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ის ასისტენტ-პროფესორი, თსუ ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2021-დან), მონაწილეობდა DAAD da ERASMUS-ის საერთაშ. პროგრამებში, მუშაობდა გერმანიაში ფრ. შილერის სახ. იენის უნ-ში (2023). ავტორობითა და თანაავტორობით გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეც. ნაშრომი, როგორც ადგილ., ისე საერთ. გამოცემებში: „ტურიზმის როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში“ (ეკონომისტი, 2015, იანვარი, თებერვალი, მარტი, N 1); „ტურიზმის მენეჯმენტის პრობლემები რეგიონულ ჭრილში“ (ახალი ეკონომისტი, 2015, N 1); „Business studies in the context of regional development case in Georgia“ (ეკონომისტი, 2021,N 3, ტ); „ტურისტული საწარმოს გადახდისუუნარობისგან დაცვის ახალი სამართლებრივი მექანიზმების გავლენა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაზე“ (ეკონომიკა და ბიზნესი, 2023, N 3,ტ. XV); „ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ისტორიული მიმოხილვა და მისი სინერგია ინდუსტრიალიზაციის ფენომენთან“ (ეკონომისტი, 2025, იანვარი, ტ. XXI, N 4). არის რამდენიმე საერთ. ჟურნ. სარედაქციო კოლეგიის წევრი.