არეშიძე გიორგი ქრისტეფორეს ძე
არეშიძე გიორგი ქრისტეფორეს ძე

არეშიძე  გიორგი ქრისტეფორეს ძე (02. XI, 1949, თბილისი- 2009, თბილისი), ქიმიკოსი, ქიმიის მეცნ. დოქტორი, პროფესორი (2004). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ქიმ. ფაკ-ტი ფიზ. ქიმიის სპეციალობით (1972); ასპირანტურის კურსი გაიარა სსრკ მეცნ. აკადემიის ორგ. ქიმიის ინ-ტში (ქ. მოსკოვი); საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ მუშაობდა თსუ-ის ფიზ. ქიმიის კათედრაზე ასისტენტის (1977-1980), მოგვიანებით კი დოცენტის თანამდებობაზე (1980-2004). სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ „საქართველოს ნავთობების ფიზიკურ-ქიმიური კვლევა და რაციონალური გამოყენების გზები“ (2004), არის ამავე კათედრის პროფესორის თანამდებობაზე (2004-2006). ა. გ. თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტის სტუდენტებისათვის კითხულობდ ლექციებს შემდეგ დისციპლინებში: „ჰეტეროგენული კატალიზი“, „ეკოლოგიური კატალიზი“, „ენერგოქიმია“, „ნავთობქიმია“, აგრეთვე „თხევადი საწვავის ქიმია და ექსპერტიზა“; იყო ენერგორესურსების ფიზიკურ-ქიმ. ლაბორ. ხელმძღვ. (1999-2006); მისი სამეცნ. კვლევების ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა საქართვ. ნავთობის კვლევა და მისი რაციონალური გამოყენების გზების ძიება. გამოქვეყნებული ჰქონდა 100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი და 7 მონოგრაფია; მისი ხელმძღვანელობით დაცული იყო 2 საკანდიდატო დისერტაცია. ა. გ. იყო თსუ-ის ქიმიის  ფაკ-ტის დეკანი (2003-2006); საქართვ. ქიმ. საზ-ების თავმჯდომარის მოადგილე (1999); „საქართველოს ქიმიური ჟურნალის“ ერთ-ერი დამაარსებელი და პასუხისმგებელი რედ.; ფოტოჟურნალისტთა ასოციაცია "სხივიs" თავ-რე (1990-2001); ასევე საქართვ. ცენტრ. საარჩევნო კომისიის წევრი (2005); იყო ქ. ატლანტის (აშშ) საპატიო მოქალაქე (1990). მისი სტატიებია: „ციკლოპარაფინების ალგებრულ-ქიმიური გამოკვლევა: (ინგლ.)“ (საქართველოს ქიმიური ჟურნ., 2002, N2); „სამგორის და სუფსის ნავთობების ფრაქციული შედგენილობის გამოკვლევა აირ-თხევადი ქრომატოგრაფიული მეთოდით“ (საქართველოს ქიმიური ჟურნ., 2008, N8); „ნორიოს საბადოს ნავთობის პირდაპირნახადი ბენზინის შესწავლა აირ-თხევადი ქრომატოგრაფიული მეთოდით“ (საქართველოს ქიმიური ჟურნ., 2009, ტ. 9, N2)

თხზ. (გარდა ტექსტში მოხსენიებულისა): არეშიძე, გ. (თანაავტორი). (1999). ნავთობქიმიის საწყისები. თბ., უნ-ტის გამ-ბა; არეშიძე, გ. (თანაავტორი). (1999). ინგლისური ქიმიკოსებისთვის: სპეციალური ტექსტები, საკვანძო ტერმინების განმარტება, მოკლე ინგლისურ-ქართული ქიმიური ლექსიკონი: (დაახლოებით 4000 ტერმინი). თბ., უნ-ტის გამ-ბა; არეშიძე, გ. (თანაავტორი). (2001). მათემატიკური ანალიზის ელემენტების გამოყენება ქიმიაში. თბ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9992833262.

ლიტ.: ინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. თბ., 2006, გვ.39; ჯაფარიძე, ი. (2012). საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები: 1992-2006. თბ., გვ. 70.