-
ავტორი
- კატეგორიები: მსახიობი
არჩვაძე ჟანეტა (19.IX.1930, თბილისი-14.IV.2017, თბილისი, დაკრძალულია თბილისში, საბურთლოს სასაფლაოზე), ქართვ. მსახიობი. სატელევიზიო სახე, საქართვ. დამს. არტისტი (1967), საქ. სსრ სახ. არტისტი (1990). ა. ჟ. წავლობდა: თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტზე (1947-1948), რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრალურ ინ-ტში (1949-1953 ). ა. ჟ. თეატრ. ინ-ტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ესტრადის მსახიობად. ასევე დაკავებული იყო მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკადემიურ თეატრში, კერძოდ, რ. ებრალიძის პიესაში „ნანა“ განასახიერა ნანას როლი, ხოლო პიესაში „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ შეასრულა ტასიას როლი. ა. ჟ. პარალელურად მუშაობდა: რადიოში, მიჰყავდა ლიტერატურულ და საბავშვო გადაცემები. იყო საქართვ. ტელევიზიის დიქტორი (1957-დან) და წლების მანძილზე მიჰყავდა საინფორმაციო გადაცემა „მოამბე“, ასევე სატელევიზიო ჟურნ.: „ჯანმრთელობა“, „იავნანა“, „საპოვნელა“, „საესტრადო პანორამა“, „მუსიკალური ფოსტა“, „ცანგალა და გოგონა“, „ცეროდენას ეკრანი“, „იყო და არა იყო რა“, „იავნანას წერილების კვალდაკვალ“, „ბუნების კარი“, „გლობუსი“, „კინოაფიშა“, „30 წუთი კინოსმოყვარულთათვის“, „კინოლექტორიუმი“, „ილუზიონი“ და სხვა. მთაწმინდის სატელევიზიო ანძასთან გაიხსნა ა. ჟ.-ის ვარსკვლავი (30.12.2014).