არბოლიშვილი ტარიელ სერგის ძე
არბოლიშვილი ტარიელ სერგის ძე

არბოლიშვილი ტარიელ სერგის ძე (1930, სოფ. ჭიხარულა, ბორჯომის მუნიციპალიტეტი-1987). წარჩინებით დაამთავრა გორის სახ. პედ. ინ-ტის ბიოლოგია-გეოგრაფიის სპეციალობით. სტუდენტობის წლებშივე მუშაობდა ინ-ტში ბუღალტრად. ურთიერთობა ჰქონდა მოსკოვის და ლენინგრადის უმაღლ. სასწავლებლებთან, რათა ღრმად შეესწავლა აღრიცხვისა და ანალიზის სიახლეები, გადმოეტანა ახ. ფორმები და მეთოდები. იგი მუშაობდა სსრ მინისტრთა საბჭოს უმაღ. და საშ. სპეც. განათლების სამინისტროს მთ. ბუღალტრად, კითხულობდა ლექციებს თსუ-ში, აირჩეულ იქნა თსუ-ის საბუღალტრო აღრიცხვისა და სამეურნეო საქმიანობის ეკონ. ანალიზის კათედრის გამგედ (1971). იყო განათლების სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოსა და თსუ-ის ეკონ. ფაკ-ის საბჭოს წევრი (1968-1981). გორში დააარსდა ეკონ. ინ-ტი, სადაც გააგრძელა მუშაობა (1982-დან). ა. ტ.-ს ნაყოფიერი მეცნ. მოღვაწეობისათვის მიენიჭა დამს. ბუღალტრის წოდება და გადაეცა ივანე ჯავახიშვილის მედალი (1977). გამოაქვეყნა რამდენიმე სახელმძღვანელო და მონოგრაფია.

თხზ.: არბოლიშვილი, ტ. (1968). ბიუჯეტის აღრიცხვა და ანგარიშგება: [სახელმძღვ. უნ-ტის ეკონ. ფაკ-ტის სტუდენტებისათვის].  თბ., უნ-ტის გამ-ბა; არბოლიშვილი, ტ. (1976). ბუღალტრული აღრიცხვის ზოგადი თეორია. თბ, უნ-ტის გამ-ბა; არბოლიშვილი, ტ. (1981). ანგარიშგება მშენებლობაზე: (ლექცია). თბ., უნ-ტის გამ-ბა; არბოლიშვილი, ტ. (1982). ბიუჯეტური დაწესებულებების ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება: (გამჭოლი ამოცანა): ნაკ.1-3. თბ., უნ-ტის გამ-ბა; არბოლიშვილი, ტ. (1985). ბუხჰალტრული აღრიცხვის თეორია: სამუშაო პროგრამა უმაღლ. სასწ. N 1737. სპეც. სტუდენტებისათვის. თბ., უნ-ტის გამ-ბა; არბოლიშვილი, ტ. (1985). ბიუჯეტური დაწესებულებების კონტროლი და რევიზია: ლექცია. თბ., უნ-ტის გამ-ბა;