არაწრფივი მოვლენების ფიზიკის კათედრა
არაწრფივი მოვლენების ფიზიკის კათედრა

არაწრფივი მოვლენების ფიზიკის კათედრა, კათედრის გამგე პროფ. ა. უგულავა, კათედრის წევრები: პროფ. რ. ხომერიკი, ასისტენტ პროფ. ზ. ტოკლიკიშვილი, ასისტენტ პროფ. გ. მჭედლიშვილი. სამეცნ. თემები: ბრუნვითი იზომერიზაციის გამოკვლევა ჰილ-შრედინგერის განტოლების საფუძველზე; ორი ბმული არაწრფივი ნანო-ელექტრომექანიკური ვიბრატორის რხევითი მახასიათებლების სრული გამოკვლევა; სუპერპარამაგნიტური მაკროსისტემების კალორიული და მაგნიტოკალორიული თვისებების თეორ. გამოკვლევა; ლოკალიზებული არაწრფივი ტალღები ოპტიკურ და მაგნიტურ ნანოსტრუქტურებში; სოლიტონური გადართვები ფოტონურ და მულტიფეროიკულ ნანოსტრუქტურებში, ლოგიკური ოპერაციების განხორციელება მთლიანად ოპტ. მთვლელებისათვის. კათედრასაქვს საერთაშ. ურთიერთობები: ფლორენციის, მონტეპლერის (საფრანგეთი), მასეის (ახალი ზელანდია), ჰალეს მარტინ ლუთერის, ტელ-ავივის უნ-ტებთან და საიგონის კომპლ. სისტემების თეორ. ფიზიკის ცენტრთან.