არაცნობიერის შესახებ მსოფლიო კონგრესი
არაცნობიერის შესახებ მსოფლიო კონგრესი

„არაცნობიერის შესახებ მსოფლიო კონგრესი“ (1-6.X.1979, თბილისი) იყო არაცნობიერის კვლევის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიება „არაცნობიერის შესახებ მსოფლიო კონგრესი. ეს იყო პირველი და უმნიშვნელოვანესი საერთაშ. ფორუმი, რ-იც მიეძღვნა დ. უზნაძის განწყობის თეორიასა და არაცნობიერის ფსიქოლოგიურ ასპექტებს. მასში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგები, ფილოსოფოსები და ნეიროფიზიოლოგები, რითაც თბილ. არაცნობიერის კვლევის გლობალურ ცენტრად იქცა. მისი განსაკუთრებულობა ის იყო, რომ „რკინის ფარდის“ პირობებში ერთ სივრცეში შეიკრიბნენ როგორც საბჭ., ისე დასავლელი მეცნიერები და ფსიქოანალიტიკოსები. ღონისძიებას ესწრებოდნენ წარმომადგენლები 17 ქვეყნიდან; უცხოელი მონაწილეების რაოდენობა 150-ს აჭარბებდა. თბილისში მისი ჩატარება კი აღიარება იყო იმ დამსახურებისა, რ-იც ფსიქოლოგიის ქართულმა სკოლამ არაცნობიერის კვლევის საქმეში შეიტანა. კონფერენციის მასალების ოთხტომეული ფ. ბასინის, ა. შეროზიას და ა. ფრანგიშვილის რედაქტორობით დღესაც სამაგიდო წიგნია ყველასთვის, ვინც არაცნობიერი ფსიქიკის ამა თუ იმ მხარეს შეისწავლის.