არაბული ავთანდილ ირაკლის ძე
არაბული ავთანდილ ირაკლის ძე

არაბული ავთანდილ ირაკლის ძე (24. III. 1953, სოფ. ჯუთა, ყაზბეგის რაიონი), მეცნიერი, ენათმეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1979). მუშაობდა არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნ. ინ-ტის ქართველურ ენათა განყ-ბის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (1980-1984). იყო ამავე ინ-ტის ლექსიკოლოგიის განყ-ბის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1984-1988). ინიშნებოდა ლექსიკოლოგიის განყ-ბის გამგედ (1984-1998; 2006-2009). იყო დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში (2000-2005). იყო თსუ-ის ახ. ქართ. ენის კათედრის გამგე (2004-2000). არის არნ. ჩიქობავს სახ. ენათმეცნ. ინს-ტის სამეცნ. საბჭოს თავ-რე (2006-დან). ა. ა. არის 200-მდე სამეცნ. ნაშრომის, მათ შორის, 18 წიგნისა და 20-ზე მეტი სახელმძღვანელოს ავტორი. კვლევის სფეროებია: ქართველური ენები, ქართ. ენის ისტ. და სტრუქტურა, ლექსიკოლოგია, ეტიმოლ.; სტილისტიკა და მეტყველების კულტურა. იგი არის „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ მთ. რედ., სხვადასხვა დონის სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების ავტორი. გახდა ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1997), სადოქტორო დისერტაციის თემა იყო: „სახელისა და ზმნის დერივაციის ურთიერთმიმართების საკითხები ქართველურ ენებში“.  ამავე წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. ა. ა. არის ენათმეცნ. ინ-ტის სამეცნ. ორგანოს „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, საქართვ. მეცნ. აკად-სთან არსებული საქართვ. მთიანეთის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი, საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად-ის აკადემ. საბჭოს წევრი, საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად-ის წ.–კორ. (2009), 2015 წლიდან — საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად.-ის აკადემიკოსი.

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): არაბული, ა. (1984). მესამე სერიის ნაკვთეულთა წარმოება და მნიშვნელობა ძველ ქართულში (ქართული ენა). მეცნიერება; არაბული, ა. (2001). ზმნური და სახელური ფუძეთქმნადობის პრობლემა ქართველურ ენებში (ქართველური ენები). ქართული ენა. ISBN: 9992882557; არაბული, ა. (2004). ქართული მეტყველების კულტურა. კულტურა. ISBN: 9994032488; არაბული, ა. (2005). ჟამი მეცნიერების გამოსარჩლებისა. ქართული ენა. ISBN: 9994082035; არაბული, ა. (2007). მცირე სასაუბრო ლექსიკონი: სულხან-საბა ორბელიანისსიტყვის კონისმიხედვით (რედაქტორი). ISBN: 9789994058822.