არაბიძე ირინა ვასილის ასული
არაბიძე ირინა ვასილის ასული

არაბიძე ირინა ვასილის ასული (7.XII.1969, ქ. ირკუტსკი, რფ). ისტორიკოსი. ისტ. დოქტ. (2006). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი წარჩინებით (1995), ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის ასპირანტურა (2006). მუშაობდა: გეოდ. და კარტოგრაფიის მთ. სამმართველოში ტექნიკოსად (1987-1988), ხელოვნ. მენეჯერთა მომზადების უმაღლ. სასწავლებლის ისტორიის კათედრის უფრ. ლაბორანტად (1995-1997); თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის ახ. და უახლ. ისტორიი განყ-ის მეცნიერ თანამშრომელი (2006-დან); საქართვ. საპატრარქოს არქივის თანამშრომელი (2006); ექვთიმე თაყაიშვილის საზ-ბის წევრი (2019); კრებ. „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ რედ. მოადგილე (2023).

ა. ი. არის 45-ზე მეტი ნაშრომის, მ. შ. 2 წიგნის ავტორი. აქტიურად მონაწილეობს ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებში. არის სრ. საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშ. საქველმ. ფონდისა და საქართვ. საპატრიარქოს ქართველოლოგიური კვლ. ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტების ავტორი/თანაავტ. ძირითადად იკვლევს საქართვ. ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან (1917), მისი უფლებების განხორციელებასთან, მის წინააღმდეგ რუს. ეკლესიის, „განახლების მოძრაობისა“ და საბჭ. ხელისუფლების ბრძოლასთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიათა მხრიდან საქართვ. ეკლესიის უძვ. ავტოკეფალიის აღიარების (1990) პროცესს; ახლადგამოვლენილი წყაროების საფუძველზე გამოიკვლია ზოგიერთი ქართვ. მოღვაწის წვლილი საქართვ. ეკლესიის ავტოკეფალურ უფლებათა აღდგენა-განხორციელებაში. ა.ი.-ს ინტერესის სფეროა დავით სარაჯიშვილის (1848-1911) მოღვაწეობის კვლევა, ჰაიდელბერგის არქივში მოპოვებული მასალის საფუძველზე დაადგინა მისი ბიოგრაფიის უცნობი დეტალები.

თხზ.: არაბიძე, ი. (2016). საქართვ. მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობის სხდომის ჟურნალები (1917 წ. მარტი-სექტ.), მასში მოხსენიებული პირების ბიოგრაფ-ებით, კომენტარებითა და საძიებლებით (თანაავტ.). მერიდიანი. ISBN 978-9941-25-223-5; არაბიძე, ი. (2024). საქართვ. სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხები. მერიდიანი. ISBN 978-9941-34-601-9.