აპლაკოვი ალექსანდრე
აპლაკოვი ალექსანდრე

აპლაკოვი ალექსანდრე რამინის ძე (24.VIII.1971 ქ. სოხუმში).  მათემატიკოსი.  თსუ-ის ასისტენტ პროფესორი, ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (2003). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი სპეციალობით „მათემატიკა“. მუშაობდა: საქ. სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწ. უნ-ტში უმაღლ. მათ. კათედრაზე მასწავლებლად, დოცენტად და ასოცირებულ პროფესორად (1993-2010). იყო: აფხ. ავტონ. რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი (2006 -2010),   თსუ-ში მოწვეული ლექტორი (2015-2020). არის  თსუ-ის მათ. ანალიზის კათედრის ასისტენტ-პროფესორი. მისი ძირითადი შრომები ეხება სხვადასხვა კლასის ფუნქციებისთვის ფურიე-ჰაარის კოეფიცინტთა მწკრივების აბსოლუტურად კრებადობის საკითხებს, ასევე ტრიგონომეტრიული მწკრივებით ფუნქციათა აპროქსიმაციას.

თხზ.: Aplakov, A. (2006). Absolute convergence of the double series of Fourier-Haar coefficients, Acta Mathematica Academiae Pedagogicae Nyiregyhaziensis; Aplakov, A. (2015). On the absolute convergence of the series of Fourier coefficients with respect to Haar-like systems in the class  BV(P(n)).: Journal of Contemporary Mathematical Analysis. V.50; Aplakov, A. (თანაავტორი). (2025). On the higher modulus of continuity and Fourier series,:Journal of Contemporary Mathematical Analysis. V.60.