ანთელავა გიორგი ირაკლის ძე
ანთელავა გიორგი ირაკლის ძე

ანთელავა გიორგი ირაკლის ძე (15.VII.1937, სოხუმი), თურქოლოგი. დაამთავრა სოხუმის სახელმწ. უნ-ტი; თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1961). იყო ფილოლ. მეცნ. კანდ. (1971), ისტ. მეცნ. დოქტორი (2004); აკად. გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის დირექტორის მოადგილე (1962-1982; 1985-2006). მუშაობდა ხალხთა მეგობრობის მუზეუმში (1982-1985); სოხუმის სახელმწ. უნ-ტში (1998); თსუ-ში მოწვეულ პროფესორად (2000-2008). ა. გ.-ს კვლევის სფეროებია: თურქ. ენის განვითარების ისტორია; თურქ. ლექსიკოლოგია; თურქების მიგრაცია დასავლეთ ევროპის ქვეყნებში: “სალიტერატურო თურქულის რეფორმამდელი ლექსიკის შესახებ” (1968); Турецкое лингвистическое общество и некоторые воп-росы реформы турецкого литературного языка” (1975); “თანამედროვე თურქული სალიტერატურო ენის ზოგიერთი სიტყვაწარმოებითი აფიქსის შესახებ” (1975).

თხზ.: Антелава, Г. (1978). Краткий турецко- русский словарь ’’новых ’’ слов. Тб., Мецниереба; Antelava, G. (1985). Öz Türkçe-Rusça  Sözlü-ğü. TB., Metsniereba. ანთელავა, გ. (1993). ქართულ-თურქული სასაუბრო. თბ., ქრონოგრაფი; ანთელავა, გ. (2004). თანამედროვე ევროპა და თურქული მიგრაცია. თბ.,  ენა და კულტურა, ISBN 9994023136; ანთელავა, გ. (2022). თურქული სალიტერატურო ენის  რეფორმა. თბ., სოხუმის უნ-ტის გამ-ბა, ISBN  97899418978487.