-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული მწერალი რეჟისორი
ანთაძე მიხეილ კონსტანტინეს ძე (10.VII.1956, თბილისი), მწერალი, რეჟისორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1978) და თბილ. სახელმწ. თეატრ. ინ-ტის კინოსარეჟისორო ფაკ-ტი (1987). იყო სახკინოს რედ. (1979-1986); კინოკომპანია მმშემოქმედის“ გენ. დირექტორი (1991-1995); ,,ზღაპრის თეატრის“ ხელმძღვ. (1995-2004); ,,ზღაპრის ჟურნალისა“ (2001) და ,,ზღაპრის გაზეთის“ გამომცემელი და რედ. (2002-2004); განათლების სამინისტროს ბავშვთა ესთეტ. ცენტრის დირექტორი (2004-2007); ნ. დუმბაძის სახ. სახელმწ. ცენტრ. საბავშვო თეატრ. მმართველი რეჟ. (2007); კ/ს ,,ქართული ფილმის“ რეჟ. (1986-დან). ავტორია სასწ. მეთოდისა ,,თეატრალიზებული სწავლა/სწავლბისა“. გადაღებული აქვს ფილმები: ,,მეჯლისი გაყიდულ სახლში“ (1986); ,,ფაქტები რეჟისორის ცხოვრებიდან“ (1988); ,,30 სანტიმეტრი ზღვის დონიდან“ (1989); ,,ოქროს ობობა“ (1992) და სხვა. დადგმული აქვს 40-მდე ზღაპარ-სპექტაკლი: ,,ნაცარქექია“; ,,ორი ცრუპენტელა“; ,,ტელეფონი“; ,,კონკია“; ,,ფიფქია“; ,,კომბლე“; ,,თოვლის ბაბუას არჩევნები“; ,,ჰარი პოტერი და მისი მეგობრები“; ,,ზღაპარი მუსიკის შესახებ“ და სხვა. არის მონტე-კარლოს საერთაშ. ფესტივალის ,,მთვარის გლობუსის“ გრან-პრის მფლობელი (1987) და მწერალთა კავშირის წევრი (1990-დან).
თხზ: ანთაძე, მ. (1984). პურის მარცვალი. თბ., მერანი; ანთაძე, მ. (1991). კომენდანტის საათი. თბ., საქინფორმკინო; ანთაძე, მ. (1996). ცოფი. თბ., მერანი; ანთაძე, მ. (2005). დუეტი. თბ., ენა და კულტურა; ანთაძე, მ. (2006). მთვარე ფინჯანში. თბ., ენა და კულტურა.