ანთაძე მანანა აკაკის ასული
ანთაძე მანანა აკაკის ასული

ანთაძე მანანა აკაკის ასული (28.VIII.1945, თბილისი), მწერალი, მთარგმნელი და თეატრ. მოღვაწე. დაამთავრა თსუ-ის დას. ევროპ. ენების ფაკ-ტი, ინგლ. ენის სპეციალობით (1967); 31st კემბრიჯის უნ-ტის ლიტ. სემინარი Contemporary Literature“ (alumna, 2009); გლობუსის კულტუროლოგიური სემინარი ,,Shakespeare & his stage“ (alumna, 2009). სხვადასხვა დროს იყო: თსუ-ის საზღვარგარეთის ლიტ. პროცესების კვლევის ლაბორ. მეცნიერ-თანამშრომელი (1981-1989); საერთაშ. კონკურსის „ახალი დრამატურგია“ ოფიციალური ხელმძღვ. (2006-დან); მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრ. სალიტ. ნაწილის ხელმძღვ. (1981-დან); მ. თუმანიშვილის სახ. თეატრ. ხელოვნ. განვითარების ფონდის დამფუძნებელი და ხელმძღვ. (1998–დან); Sturua Productions ერთ-ერთი დამფუძნებელი რ. სტურუასთან და გ. თევზაძესთან ერთად (2012-დან). არის მწერალთა (1981) და თეატრის მოღვაწეთა კავშირის წევრი (1982). მის მიერ თარგმ. და დადგმული პიესებია: ,,იუჯინ ო’ნილი. სიყვაული თელებქვეშ“ (რეჟ. თ. ჩხეიძე, 1978); ,,უილიამ გიბსონი. მსახიობთა ძახილი“ (რეჟ. ა. ენუქიძე, 1980); ,,მოლიერი. დონ ჟუანი“ (რეჟ. მ. თუმანიშვილი, 1981); ,,რადიარდ კიპლინგი. კატა, რომელიც თავის ნებაზე დასეირნობდა“ (რეჟ. ნ. დემეტრაშვილი, 1982); ,,დარიო ფო. თავისუფაი წყვილი“ (რეჟ. ქ. დოლიძე, 2004); ,,ანტონ ჩეხოვი. ალუბლის ბაღი“, (რეჟ. გ. მარგველაშვილი, 2005); ,,ნიკოლაი გოგოლი. რევიზორი“ (რეჟ. ო. ეგაძე, 2007); ,,ბერტოლტ ბრეხტი. დედა კურაჟი“ (დ. დოიაშვილის დაკვეთით, 2007); ,,ჯორჯ კაუფმანი, ედნა ფებერი. სამეფო ოჯახი“ (რეჟ. ქეთი დოლიძე, 2006); ,,უილიამ შექსპირი. მაკბეთი“ (რეჟ. დ. დოიაშვილი, 2009); ,,ტენესი უილიამსი. კამინო რიალი“ (რეჟ. ჰ. ვუდი, 2009); ,,ედმონ როსტანი. სირანო დე ბერჟერაკი“ (რეჟ. დ. დოიაშვილი, 2010); ,,დევიდ ჰეისტინგსი. ერთი მოკლე ნაბიჯი“ (ბრიტანეთის საბჭოს დაკვეთით, 2010); ტერენს მაკნელი.მარია კალასი:გაკვეთილი (მასტერ კლასი)“ (თეატრი ფაბრიკა, რეჟ. რ. სტურუა, 2013); ,,მაქსიმ გორკი. ფსკერზე“ (რეჟ. დ. დოიაშვილი, 2014); ,,ტენესი უილიამსი. ტრამვაი – სურვილი“ (რეჟ. ქ. დოლიძე, 2015); ,,უილიამ შექსპირი. მეფე ლირი“ (რეჟ. ზ. გეწაძე, 2015); ,,უილიამ შექსპირი. იულიუს კეისარი“ (რ. სტურუას დაკვეთით, 2015). არის არა ერთი წიგნის ავტორი.

თხზ.:ანთაძე, მ. (მთარგმნელი). (1974, 2010). ირვინგ სტოუნი. წყურვილი სიცოცხლისა (ბიოგრაფიული რომანი). თბ., საბჭ. საქართვ.; საქართვ. მაცნე (მეორე გამოცემა), ISBN 9789941160615; ანთაძე, მ. (მთარგმნელი). (1978). ჰერბერტ უელსი. რუსეთი წყვდიადში. ბათუმი,  საბჭ. აჭარა; ანთაძე, მ. (მთარგმნელი). (1980). ჩარლზ პერსი. სნოუ ჟამი იმედისა. თბ. საბჭ. საქართვ.; ანთაძე, მ. (მთარგმნელი). (1989). ედუარდ ოლბი: ექსისტენციური ინტუიცია. თბ., უნტის გამ–ბა ISBN 5511003174; ანთაძე, მ. (მთარგმნელი). (2002). ჯოან როულინგი. ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა. თბ., ბაკურ სულაკაური, ISBN 9992898658; ანთაძე, მ. (მთარგმნელი). (2009). უილიამ შექსპირი. მაკბეth. თბ., ვ. აბაშიძის სახ. მუსიკისა და დრამის თეატრის გამოც.;  ანთაძე, მ. (მთარგმნელი). (2010). ტენესი უილიამსი. Camino Real (პიესა). თბ., აგორა, ISBN 9789941914966; ანთაძე, მ. (მთარგმნელი). (2012). ტერენს მაკნელი. მასტერ კლასი (პიესა). თბ., აგორა, ISBN 9789941923692; ანთაძე, მ. (მთარგმნელი). (2014). ანტონ ჩეხოვი. ალუბლის ბაღი. ISBN 9879941935237; ანთაძე, მ. (მთარგმნელი). (2014). ჟან-ბატისტ მოლიერი. დონ ჟუანი. ISBN 9789941935244; ანთაძე, მ. (მთარგმნელი). (2014). უილიამ შექსპირი. მაკბეთი. ISBN 9789941935251; ანთაძე, მ. (მთარგმნელი). (2014). ედმონ როსტანი. სირანო დე ბერჟერაკი. ISBN 9789941935268.