-
ავტორი
- კატეგორიები: ისტორიკოსი პროფესორი
ანთაძე კონსტანტინე (კოტე) დოდოს ძე (7.V.1929, თბილისი – 26.VI.2006, თბილისი), ისტორიკოსი. თსუ-ის პროფესორი (1977), ღირსების ორდენის კავალერი (2003). დაიბადა თეატრ. მოღვაწის, რეჟისორ დ. ანთაძისა და იურისტის, ფილოლოგის, მთარგმნელის ფ. გოკიელის ოჯახში. დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1952) და ასპირანტურა დასავლეთ ევროპის ახ. ისტორიის განხრით (1955). საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „1792 წლის 10 აგვისტოს გადატრიალება“ (1956), ხოლო სადოქტორო - თემაზე: „საქართველოს მოსახლეობა XIX საუკუნეში“ (1973). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ვ. ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტსა (1946-დან) და თსუ-ის ახ. და უახლესი ისტორიის კათედრაზე (სრული დატვირთვით 1961-დან გარდაცვალებამდე), რომელსაც ხელმძღვანელობდა (1980-2003). ეწეოდა ახ. ისტორიის პოპულარიზაციას, აქტიურად იყო ჩართული ახ. და უახლესი პერიოდების სახელმძღვანელოებისა და ახ. ისტორიის ქრესტომათიის პირველი ნაწილის შექმნაში. მის მთავარ დამსახურებად ქართ. ისტორიოგრაფიის წინაშე მიიჩნევა ახ. ტიპის მსოფლიო ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნა. ალ. ნამორაძესთან ერთად დიდი წვლილი შეიტანა ახ. ისტორიის ქართველ მკვლევართა აღზრდა-დაწინაურების საქმეში.
თხზ.: ანთაძე, კ. (1973). საქართველოს მოსახლეობა XIX საუკუნეში (ისტორიულ-დემოგრაფიული გამოკვლევა). თბ., გამომც. განათლება; ანთაძე, კ. (1978). ნარკვევი საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუციის ისტორიიდან. თბ., გამომც. განათლება; ანთაძე, კ. (1983). გივი კიღურაძე ცხოვრება და მოღვაწეობა. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ანთაძე, კ. (თანაავტორი). (1999). ახალი ისტორია : მე-8 კლასის სასკოლო სახელმძღვანელო. თბ., გამომც. კონა; ანთაძე, კ. (თანაავტორი). (2002). ისტორია. ისტორიის მეცნიერების საწყისები და ახალი დროის ევროპული კულტურა. საშუალო სკოლის მე-10 კლასის სახელმძღვანელო. თბ, გამომც. კონა; ანთაძე, კ. (თანაავტორი). (2005). საფრანგეთის ისტორია, კულტურა, გეოგრაფია. თბ., უნ-ტის გამ-ბა.