ანთაძე-მალაშხია ფატმან კონსტანტინეს ასული
ანთაძე-მალაშხია ფატმან კონსტანტინეს ასული

ანთაძე-მალაშხია ფატმან კონსტანტინეს ასული (04.XII.1959, თბილისი), აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი. დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1981). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1987). იყო გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის მოწვეული სპეციალისტი (1981-1982); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. განყ-ბის ლაბორანტი (1982); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. განყ-ბის უფრ. სპეციალისტი (1983); თსუ-ის ირან. ფილოლოგიის კათედრის უფრ. ლაბორანტი (1983-1988); თსუ-ის ირან. ფილოლოგიის კათედრის მეცნიერ-მუშაკი (1988-1995); თსუ-ის ირან. ფილოლოგიის კათედრის დოცენტი (1995-2006); თსუ-ის ირანისტიკის კათედრის ინდივიდუალური კონტრაქტით მოწვეული პროფესორი (2006-2009); თსუ-ის ირანისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2009-დან). ა.-მ. ფ. კითხულობს სალექციო კურსებს სპარს. ენაში, ძვ. და საშ. სპარს. ენებში, სპარს.-ქართ. ენობრივ ურთიერთობებში, ირან. ენათა შედარებით გრამატიკაში. ა.-მ. ფ. იკვლევს: სპარს. ენის ლექსიკოლოგიის, ირან.-ქართ. ენობრივ ურთიერთობათა და ლინგვოდიდაქტიკურ საკითხებს. გამოაქვეყნა 29 სტატია და წიგნი „სპარსულ-ქართული ენობრივი ურთიერთობების საკითხები“ (2016), რ-შიც სპარს.-ქართ. ენობრივ ურთიერთობათა რიგი საკითხები ახლებურადაა განხილული, პირველ რიგში, ეს ეხება სესხების ციკლურობას, პირდაპირ და გაშუალებულ სესხებას, ჰიპერკალკირებას, ანთროპონიმულ ნასესხობათა ენობრივ-კულტურულ ფონს. მის მიერ გამოკვლეულია სპარს. ენის ერთ-ერთი სპეციფიკური მოვლენა – მრავლობითის გამხოლობითება („მრავლობითის ფორმათა ლექსიკალიზაციისათვის სპარსულში“, 2015). გაანალიზებული აქვს ენათა შუამავლობის საკითხი ირან.-ქართ. ენობრივ ურთიერთობებში როგორც საშუალო, ასევე ახ. ირან. ენობრივ საფეხურზე („ენათა შუამავლობისათვის ირანულ-ქართულ ენობრივ ურთიერთობებში“ –Actas del X congreso de la Sociedad Española de Iranologia, 2022). თურქოლოგ ნ. კაჭარავას თანაავტორობით ა.-მ. ფ-მა გამოავლინა თურქ.-აზერბ. შუამავლობა სპარსულიდან ქართულში შემოსულ რიგ ნასესხობებში („თურქულ-აზერბაიჯანული შუამავლობისათვის სპარსულ-ქართულ ენობრივ ურთიერთობებში“). ლინგვოდიდაქტიკური საკითხებისადმი მიძღვნილი ა.-მ. ფ-ის ერთ-ერთი სტატია გამოქვეყნებულია საერთაშ. რეფერირებად ჟურნ-ში („On Some Aspects of Foreign Language Teaching  at the Beginning Level“//„საწყის დონეზე უცხო ენის სწავლების ზოგიერთი ასპექტისთვის“ – Social Sciences and Education Research Review, Vol.4, Issue 2).

თხზ.:ანთაძე-მალაშხია, ფ. (2016). სპარსულ-ქართული ენობრივი ურთიერთობების საკითხები. თბ., აკადემიური წიგნი, ISBN 9789941957437; ანთაძე–მალაშხია, ფ. (2018). სპარსულ–ქართული ებობრივი ურთიერთობის საკითხები:[მონოგრაფია]. თბ., ISBN9789941957437.