-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული იურისტი პოლიტიკოსი საქართველოს პარლამენტის წევრი
ანჯაფარიძე კახაბერ დემნას ძე (9.IV.1976, თბილისი), იურისტი, პოლიტიკოსი. დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1998). იყო საადვოკატო კომპანია "სანდოს" ადვოკატი (2001–2004); იუსტიციის უმაღლ. საბჭოს წევრის თანაშემწე (2004); იუსტიციის უმაღლ. საბჭოს მდივნის თანაშემწე (2004–2005); საქართვ. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახურის მთ. მრჩეველი (2005); მთ. კონსულტანტი (2005-2006); კანონშემოქმედებითი და სამართ. ექსპერტიზის სამმართველოს უფრ. (2006–2007); კანონშემოქმედებითი და სამართ. უზრუნველყოფის სამმართველოს უფრ. (2007–2008). საქართვ. იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტ. უფრ. მოვალეობის შემსრულებელი (2008). იყო: ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი; საქართვ. იუსტიციის უმაღლ. საბჭოს წევრი (2009); საქართვ. მე-7 მოწვევის პარლამ. წევრი (2008-2012).