-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ანელი ჯიმშერ ნიკოლოზის ძე (20.IV.1935, თბილისი -12.II.2022, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1958). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინ-ტის ბირთვულ რეაქტორზე, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1958-1959); ფიზიკო-კიბერნ. განყ-ბა, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1959-1961); საქართვ. მეცნ. აკადემიის კიბერნეტიკის ინ-ტი, ორგ. ნახევარგამტარების ლაბორ., უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1961-დან); ორგ. ნახევარგამტარების ლაბორ, ინჟ. (1961-1963); საკავშ. მეცნ. აკადემიის ელემენტორგანული ნაერთების ინ-ტი, სტრუქტურული ანალიზის ლაბორ., ასპირანტი (1963-1966); საქართვ. მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინ-ტი, ბირთვული რეაქტორი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1968-1973); აკადემიის ზელინსკის სახ. ორგ. ქიმიის ინ-ტი, ზემაღალი წნევების ქიმიის ლაბორ., უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1974-1977); აკადემიის ცენტრ. საკონსტრუქტორო ბიურო, ზუსტი ხელსაწყოების პროექტირების განყ–ება, პირველი კატეგორიის კონსტრუქტორი (1977-1978); სამედ. პოლიმერების საკავშ. სამეცნ.-კვლევითი ინ-ტი, ფიზ. კვლევის ლაბორ., უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1978-1979); ენერგეტიკის ინ-ტი, პოლიმერული მასალების ლაბორ., უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1980-1992); მანქანათა მექანიკის ინ-ტი, მანქანათა ნაწილების გან-ბა, უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1993-2006); სსიპ რ. დვალის მანქანათა მექანიკის ინ-ტი, მანქანათმშენებლობის პრობლემათა განყ-ბა, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი (2006-დან). მისი სამეცნ. მოღვაწეობის ძირითადი თემატიკა იყო ელექტროგამტარი და მაგნ. პოლიმერული კომპოზიციური მასალების ტექნოლოგია; ფართო დიაპაზონის დეფორმაციების მზომი ტენზოელემენტებისა და სხვა ფიზ. ფაქტორების მიმართ მაღალმგრძნობიარე მასალების შემუშავება. სამეცნ. თემასთან დაკავშირებით მუშაობდა პოლიმერულ კომპოზიტებზე, რ–ებიც გამოირჩევა მაღალი მექან. სიმტკიცით, განსაკუთრებით თერმული დარტყმების პირობებში. ასევე, მუშაობს პოლიმერული მასალების შემუშავებაზე რადარებისათვის უხილავი ობიექტების დასაფარავად. ტექნიკის მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (2000).
თხზ.: ანელი, ჯ. (თანაავტორი). (2012). პრაქტიკუმი პოლიმერულ მასალებში. თბ., უნ-ტის გამ-ბა,ISBN: 9789941132384; ანელი, ჯ. (თანაავტორი). (2016). კერამიკული და პოლიმერული კომპოზიტები. თბ., ტექნ. უნ-ტის გამ–ბა, ISBN: 9789941206856.