-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი აღმოსავლეთმცოდნე ფილოლოგი
ანდრონიკაშვილი მზია კონსტანტინეს ასული (14. X. 1920, ქ. თბილისი — 28. VII. 2006, თბილისი), ენათმეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1941) და მუშაობდა ენათმეცნ. ინ-ტში, კერძოდ, იყო ასპირანტი და მეცნიერ-თანამშრომელი (1942-1950). თსუ-ში ასწავლიდა ძვ. და საშუალ სპარს. ენებსა და სანსკრიტს (1945), კითხულობდა ზოგადი ენათმეცნ. და ენათმეცნიერებათა ისტორიის კურსებს, ასევე კითხულობდა ინდურ-ირან. და ინდოევრ. ენათა შედარებითი გრამატ-ის კურსებს. იყო თსუ-ის დოცენტი (1952-1969), კათედრის პროფესორი (1969). დაინიშნა აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1985). მას შესრულებული აქვს რიგვედისა და ავესტის ჰიმნების თარგმანები. მისი სამეცნ. შემოქმედების ძირითადი შედეგები გამოქვეყნებულია მონოგრაფიაში „ნარკვევები ქართულ-ირანული ენობრივი ურთიერთობიდან“ (I ტ. 1966 წ., II ტ-ის I ნაკვეთი, 1966 წ.). მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო: „ირანული სიტყვები ძველ ქართულ ორიგინალურ ძეგლებში“ (1946), სადოქტორო დისერტაციის თემას კი წარმოადგენდა „ქართველურ-ინდოირანული ენობრივი ურთიერთობები“ (1968). ა. მ. იყო აღმოსავლეთმცოდნეთა მსოფლიო და საკავშ. საზ-ბის წევრი. გახდა საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1979). მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახ. მედალი (1968), ღირსების ორდენი (2001).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ანდრონიკაშვილი, მ. (1954). ირანული სატომო და ადგილის სახელები ძველ ქართულ საისტორიო მწერლობაში (V-VIII სს.). ენათმეცნიერების ინ-ტის შრომები, ტ. 1. აღმოსავლურ ენათა სერია; ანდრონიკაშვილი, მ. (1965). არაბული სიტყვების სპარსული გზით შემოსვლის შესახებ ქართულში. თსუ შრომები, ტ. 105; ანდრონიკაშვილი, მ. (1987). ირანული ტოპონიმიკური ელემენტები ზოგიერთ ქართულ დიალექტში. კრ.: ონომასტიკა, ტ. 1.