-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი არაბისტი ასოცირებული პროფესორი აღმოსავლეთმცოდნე
ანდრონიკაშვილი მაია ოთარის ასული (09.XII.1942, თბილისი), აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგი, სემიტოლოგი-არაბისტი, ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1964), მუშაობდა ერაყის რესპუბლიკაში ქ. ბაღდადში სსრკ-ს სავაჭრო წარმომადგენლობაში გაერთიანება „ავიაექსპორტის“ არაბ. ენის თარჯიმნად (1968-1969). ფილოლ. მეცნ. კანდ. (1984). იყო თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის სემიტოლოგიის კათედრის მასწავლებელი (1964-1967; 1970-1988); დოცენტი (1988-2006); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2006-დან). არის არაბ. ენის თეორიული გრამატ. (მორფოლ., სინტაქსი), შუა საუკუნეების არაბ. ენათმეცნ. ტრადიციებისა და თანამედროვე ლინგვ. კონცეფციების მკვლევარი; არაბ. ენის პირველი ქართ. საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოსა და მისი არაბ.-ქართ. ლექსიკონის შემდგენელ-თანაავტორი, ნობელიანტი არაბი მწერლის ნ. მაჰფუზის ქართ. მთარგმნელი.
თხზ.: ანდრონიკაშვილი, მ. (2017). არაბული მორფოლოგიის სტრუქტურულ-ტიპოლოგიური მახასიათებლები და კატეგორიათა თავისებურებები. თბ., ქართ. აკადემიური წიგნი, ISBN: 9789941957444; ანდრონიკაშვილი, მ. (2009). არაბული დიგლოსია (ზმნა). თბ., უნივერსალი. ISBN9789941126819; ანდრონიკაშვილი, მ. (თანაავტორი). (2014). თანამედროვე არაბული ენის სახელმძღვანელო. თბ., უნივერსალი, ISBN9789941170874; ანდრონიკაშვილი, მ. (თანაავტორი). (2011). არაბულ-ქართული ლექსიკონი თანამედროვე არაბული ენის საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოსათვის. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941173226; ანდრონიკაშვილი, მ. (თანაავტორი). (2003). ქართულ-არაბული სასაუბრო. თბ., განათლება. ISBN 9994019198.