ანდრონიკაშვილი კონსტანტინე იოსების ძე
ანდრონიკაშვილი კონსტანტინე იოსების ძე

ანდრონიკაშვილი კონსტანტინე (კოწო) იოსების ძე (20.XII.1887, ყვარელი - 02.VII.1954), პედაგოგი, რეჟ., პროფესორი (1947), საქართვ. ხელოვნების დამსახ. მოღვაწე (1950); დაამთავრა პარიზის სორბონის უნ-ტის ფილოლ. ფაკ-ტი (1910);  პარალელურად რეჟისორ ა. ანტუანის ხელმძღვანელობით სწავლობდა სარეჟისორო ხელოვნებას პარიზის თეატრ "ოდეონის" დრამატულ სტუდიაში (1910). იყო  ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918). მუშაობდა თბილ., ქუთ., ბათუმის, ჭიათურის, სოხუმის თეატრებში (1911–1913). რუსეთის თეატრებში (ნიჟნი–ნოვგოროდი, როსტოვი, ყაზანი, ეკატერინბურგი, სარატოვი და სხვ., 1931–1945); იყო კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკად. თეატრის რეჟ. (1945-დან); ეწეოდა პედ. მოღვაწეობას  საქართვ. შ. რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტში (1945–1954). დადგა  60–მდე სხვადასხვა ჟანრის პიესა, მათ შორის: ი. გედევანიშვილის ,,სინათლე" (1924); ა. სუმბათაშვილის ,,ღალატი"; ა. დიუმას ,,მარგარიტა გოტიე"; ჰ. სენკევიჩის ,,რუი ბლაზი" (ეკატერინებურგი, 1937); ვაჟა–ფშაველას ,,მოკვეთილი" (1945); სოფოკლეს ,,ოიდიპოს მეფე"; კ. გუცკოვის ,,ურიელ აკოსტა" და სხვ. წერდა პიესებს (,,სიზმარი კოშკში", ,,სიყვარულის ყვავილი" და სხვ.). თარგმნა: მ. გორკის ,,უკანასკნელნი"; სოფოკლეს ,,ოიდიპოს მეფე"; მოლიერის ,,გააზნაურებული მდაბიო"; ლოპე დე ვეგას ,,ძაღლი თივაზე" და სხვ. წერდა და აქვეყნებდა წერილებს სასცენო ხელოვნების საკითხებზე. გადაღებულია ფილმში ,,მამის მკვლელი" (კობა) და სხვ.

ლიტ.: ანდრონიკაშვილი კონსტანტინე (კოწო) იოსების ძე. საქართველო: ენციკლოპედია: . I. თბ., 1997, გვ. 152;  საქართველოს ეროვნული არქივი, პ. მელიქიშვილის პირადი ფონდი; კ. მესხი ანდრონი, კონსტ. [ანდრონიკაშვილი, კონსტანტინე] : ბიოგრაფიული ეტიუდი (ავტორი). - თბ., ბ. კილაძის სტ. , 1910. - 12გვ.; ყვავილი სიყვარულისა : დრამატიული ნაკვეთი 1 მოქმედებად / დაბეჭდილია ქართ. დრამატ. საზ-ბის გამგეობის წინადადებით. (ავტორი). - თბ, ა.მ. კერესელიძის სტ. , 1912. - 16გვ.; საქართვ.  ეროვნ. არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი;  თსუ-ის ფონდი -  471-1-16, გვ. 2; ანდრონიკაშვილი კონსტანტინე (კოწო) იოსების ძე. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 30-31.