-
ავტორი
- კატეგორიები: მსახიობი
ანდრონიკაშვილი კირა (15.X. 1945, თბილისი), მსახიობი. ა. კ.-მ დაამთავრა თსუ-ის ხელოვნაბათმცოდნეობის ფაკ.-ტი [1967]. მუშაობდა არქეოლ. ცენტრში, პროფკავშირების სასახლეში. მან პირველი როლი 12 წლის ასაკში ითამაშა ფილმში "მაიაკოვსკი იწყებდა ასე". გადაღებულია 20-ზე მეტ ფილმში, მათ შორის: "ერთი ცის ქვეშ" (ნანა, დამდგმელი რეჟ.: ლანა ღოღობერიძე, 1961), "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (ცირა, დამდგმელი რეჟ. თენგიზ აბულაძე, 1962), "მთვარის მოტაცება" (ძაბული, დამდგმელი რეჟ. თამაზ მელიავა, 1973), "სინემა" (თავადის ქალი, დამდგმელი რეჟ. ლიანა ელიავა, 1977), "გმადლობთ რატილი" (დამდგმელი რეჟ. გიორგი კალატოზიშვი, 1983), "მამაკაცები და სხვები" (დამდგმელი რეჟ. ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე, 1985), "ჩვენი ჯერია ბიჭებო!" (დედა, დამდგმელი რეჟ. ბაადურ წულაძე, 1986), "მოლანდება" (მედეა, დამდგმელი რეჟ. შალვა მარტაშვილი, გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი, 1975), "ჭა" (დამდგმელი რეჟ. ელდარ შენგელაია, 2021) და სხვა.