ანდღულაძე ნოდარ  დავითის ძე
ანდღულაძე ნოდარ დავითის ძე

ანდღულაძე ნოდარ დავითის ძე (13. XII. 1927, ქ. თბილისი — 30. I. 2013, თბილისი. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში), არტისტი, მეცნიერი, მომღერალი, პედაგოგი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1950), თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვ. (დ. ანდღულაძის კლასი) (1963). იყო ზ. ფალიაშვილის სახ. თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრ. სოლისტი (1956), პარალელურად მოღვაწეობდა თსუ-ში კავკ. ენების კათედრის პედაგოგად (1953-1959). გახდა მოსკ. ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI საერთაშ. ფესტივალის ლაურეატი (1958). იგი მიავლინეს სტაჟიორად მილანის საოპერო თეატრ ლა სკალაში (პედაგოგი ჯ. ბარა-კარაჩოლო) (1961-1962). გახდა სოლო სიმღერის კათედრის გამგე (1974). ა. ნ. პროფესორია (1981-დან).  იგი იკვლევდა იბერიულ-კავკ. ენების შედარებითი გრამატ. საკითხებს. ავტორია მეცნ. გამოკვლევებისა ვოკალური ხელოვნ. თეორიის, ისტ. და მეთოდიკის დარგში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მათ შორის ი. არხიპოვას ფონდის ოქროს მედალი. გახდა ფილოლ. მეცნ. კანდ. (1954). იგი იყო ენრიკო კარუზოს ასოციაციის მუზეუმის (მილანი) ნამდვილი წევრი. გახდა საქართვ. სახ. არტ. (1965), საქართვ. დამს. არტ. (1961). გადაეცა ზაქარია ფალიაშვილის სახ. პრემია (1977). მიიღო ღირსების ორდენი ქართ. მუს. ხელოვნ. პოპულარიზაციის საქმეში განსაკუთრებული დამსახურებისათვის, საოპერო ხელოვნ. განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი და სამეცნ.-პედ. მოღვაწეობისათვის (1998). 

თხზ.: (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ანდღულაძე, ნ. (1968). კლასოვანი და პიროვანი უღვლილების ისტორიის ზოგი საკითხი იბერიულ-კავკასიურ ენებში. მეცნიერება.