-
ავტორი
- კატეგორიები: ჟურნალისტი რედაქტორი
ანასტასიადი ვადიმ გიორგის ძე (1940, ბაქო), ჟურნალისტი და რედაქტორი. დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (1964) და სკკპ ცენტრ. კომიტეტთან არსებული უმაღლ. პარტ. სკოლის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (მოსკოვი, 1978). წლების განმავლობაში იყო: გაზ. ,,მოლოდიოჟ გრუზიის” ჯერ კორესპოდენტი, შემდეგ განყ-ბის გამგე, პასუხიმგებელი მდივანი (1964-1977), მთ. რედ. მოადგილე (1977-1978) და ბოლოს მთ. რედ (1978-85). ა. ვ. ხელმძღვანელობდა ახალგაზრდობისა და სტუდენტთა XII მსოფლიო ფესტივალის პრესცენტრს (1985). იყო გაზეთების: ,,ვეჩერნი ტფილისის“ მთ. რედ. (1985); საქართვ. ბერძნული გაზ. ,,ელინიკი დიასპორას” დამაარსებელი და მთ. რედ. (1992); გაზ. ,,დემოკრატიჩესკაია აბხაზიას” რედ. თბილისში (1992); არის საქართვ. დამსახ. ჟურნალისტი. ორჯერ მიღებული აქვს საბჭ. კავშირის საპატიო ნიშანი (1981, 1986), საქართვ. ღირსების (1997) და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის (2002) ორდენები. იყო საქართვ. კომკავშირის ცკ ბიუროს (1979-1985); საქართვ. სახელმწ. მეთაურის საბჭოს (192-1995) და სახელმწ. საკონტუტიციო კომისიის წევრი (1995). არის საქართვ. ბერძენთა სათვისტომოების კავშირის პრეზიდიუმის (1994-დან), უცხოელ ბერძენ ჟურნალისტთა მსოფლიო ორგანიზაციის (OLLOME) ადმ. საბჭოს (1995-დან) და დსთ ჟურნალისტთა საერთაშ. კონფედერაციის საბჭოს წევრი (1998). უცხოელ ბერძენ ჟურნალისტთა პერიფერია ევრ. ორგანიზაციის მდივანი (1999); უცხოელ ბერძენთა ხუთი მსოფლიო ყრილობის (1995, 1997, 1999, 2000, 2003) დელეგატი საქართვ. ბერძნული დიასპორიდან. ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას „თბილისელ ბერძენთა კავშირი პონტოსი“. მიღებული აქვს ჟურნალისტთა საერთაშ. ფონდის „ოქროს ფრთის“ ჯილდოები (2015).