-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი
ანანიაშვილი გიორგი გიორგის ძე (11.X.1983, თბილისი), დაამთავრა თსუ–ის ქიმიის ფაკ-ტი (2004), სტუ–ის ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკ-ტის მაგისტრატურა და მიენიჭა ქიმ. და ბიოლ. ინჟინერიის მაგისტრის აკად. ხარისხი ნავთობისა და გაზის გადამუშავების ტექნოლოგიის სპეციალობით (2022). თსუ–ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ნავთობის ქიმიის ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (2024-დან). „CAI Georgia” ინსპექტირების ორგანოს მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტების ინსპექტორი, ტექ. დირექტორის მოადგილე (2018-დან), სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნ. ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის ექსპერტი (2018-დან), “ზდ ნავთობკომპანიის“ ნავთობის ატმ. რექტიფიკაციის და დიზელის გაუგოგირდოვნების უბნების მთ. სპეციალისტი (2023-დან). მისი მეცნ. ინტერესების სფეროა: საქართვ. ენერგეტიკული დანიშნულების წიაღისეულის (ნავთობი და ბუნებრივი ბიტუმები) შესწავლა, პასპორტიზაცია და რანჟირება ადგილ. მრეწველობაში გამოყენების მიზნით. თანაავტორია სამეცნ. პუბლიკაციების სტატიების და სამეცნ. კონფერენციების თეზისების სახით.
თხზ.:ანანიაშვილი, გ. (თანაავტორი). (2016). „ბუნებრივი გაზი: იაფი და უსაფრთხო საავტომობილო საწვავი“, დამხმარე სახელმძღვანელო. თბ., სტუ-ს სტამბა.