-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი აკადემიკოსი საქართველოს პარლამენტის წევრი
ამირხანაშვილი კობა დიმიტრის ძე (5.VIII.1954, მცხეთა), ინჟინერ-ფიზიკოსი, საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად წ.-კორ. (2024), ქიმიის მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1998). დაამთავრა სპი–ის საინჟ.-ფიზ. ფაკ-ტი სპეციალობით ნახევარგამტარები და დიელექტრიკები (1976). მუშაობდა თბილ. სპეც. საკონსტრუქტორო ბიუროში ინჟინრად (1976-78). სხვადასხვა დროს იყო საქართვ. მეცნ. აკად. პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის უმცროსი, უფრ. და წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი (1978-1986); საქართველოში კომპიუტერული ქიმიის დამაარსებელი და ამავე სახელწოდების ლაბორ. გამგე (1986-2006). ეწევა აქტიურ პედ. საქმიანობას (1985-დან). თსუ-ის პ. მელიქიშვილის ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის აგრ. ქიმიის ლაბორ. მთ. მეცნიერ-თანამშრომელი და სამეცნ. საბჭოს წევრი (2010-დან). ა. კ. ეწევა აქტიურ საზ. და პოლიტ. საქმიანობას. არის საქართვ. მე-4 (1995-1999) და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი(1999-2004); მისივე ინიციატივით დაარსებული „საქართველოს პარლამენტართა პალატის“ თავ-რე (2015-დან); არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაციის, "დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის" დამაარსებელი და პრეზიდენტი (1991-დან); დიაბეტის საერთაშ. ფედერაციის (IDF) წევრი (1993-დან); „საქართველოს დიაბეტის ფონდის“ პრეზიდენტი (2021-დან). ა. კ.-ს სამეცნ. კვლევის სფეროა: გარდამავალ მეტალთა კოორდინაციული ნაერთების მიღება და ახალი მასალების ფიზიკურ-ქიმ. თვისებების შესწავლა, კერძოდ, თანამედროვე რენტგენოსტრუქტურული და სპექტრალური ანალიზით კომპლექსნაერთების მოლეკულური, კრისტალური და სუპრამოლეკულური სტრუქტურების აღნაგობის დეტალური აღწერა; ქრომატოგრაფიული კვლევის მეთოდების ავტომატიზაცია და მიღებული მონაცემების პროგრამული დამუშავება; სორბციული პროცესების მათემატიკური მოდელირება. არის მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოს ავტორი. თანაავტორებთან ერთად მისი სამეცნ. ნაშრომები გამოცემულია ქართ., ინგლისურ და რუს. ენებზე, მათ შორის:„Structure of Bis(Lidocaine) Tetrachloridoferrate(III) Chloride“ (Advanced Polymer Structures Chemistry for Engineering ApplicationsOpen source preview, 2023, Book Chapter); „Re-refinement of crystal structure of bis(lidocaine) diaquatetrathiocyanatonickelate(II)“ (Chemistry Journal of Moldova, 2020, 15(1)). მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2001), ასევე სხვადასხვა საერთაშ. ორგანიზაციის პრემიები და ჯილდოები.
თხზ.: ამირხანაშვილი, კ. (თანაავტორი). (2003). ბიოორგანულ ნაერთთა კვლევის მეთოდები. თბ., უნივერსალი, ISBN 9992897635; Амирханашвили, К. (2004). Оптимизациия Хроматографических Исследовании. თბ., უნივერსალი, ISBN 9994032143; ამირხანაშვილი, კ. (თანაავტორი). (2006). მასსპექტრომეტრიის გამოყენება ბიოორგანულ ქიმიაში: ნაწ. 1. თბ., ISBN 999408559X; ამირხანაშვილი, კ. (თანაავტორი). (2006). ქრომატოგრაფიის საწყისები: [მონოგრაფია]. თბ. ISBN 9994072811; ამირხანაშვილი, კ. (2018). დიაბეტის მართვა. თბ., Amirkhanashvili, K. (თანაავტორი). (2019). Card type aromatic polyesters. LAP LAMBERT Academic Publishing, ISBN 9785200231352.