-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი ხელოვნებათმცოდნე კინომცოდნე
ამირეჯიბი ნათია ირაკლის ასული (29.I.1934, თბილისი - X.2014, თბილისი), კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. დაამთავრა თსუ-ის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკ-ტი (1957). იყო ქრონიკალურ-დოკუმენტური და სამეცნ.-პოპულარული ფილმების კ/ს რედაქტორი (1958-1961). საქართვ. კინემატოგრაფიის უფრ. რედაქტორი (1966-1970). საქართვ. კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი (1965-დან). მუშაობდა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. და კინოს სახელმწ. ინ-ტში (1970-დან). საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე: "ქართული უხმო კინოხელოვნების ძირითადი შემოქმედებითი ტენდენციები" (1978). სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე: "ადამიანის მრავალსახეობა ეკრანზე" (2005). მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა აქტიურ სამეცნ. და პედ. მოღვაწეობას საქართვ. თეატრ. და კინოს სახელმწ. უნ-ტში. დიდი წლილი შეიტანა ქართ. კინოს შესწავლის საქმეში. აღსანიშნავია როგორც თეორ. ასპექტი, ასევე ქართვ. კინორეჟისორებისა და ფილმების როლი ქართ. სინემატოგრაფიის განვითარებაში. იყო თსუ-ის ხელოვნების ისტ. და თეორიის სასწ.–სამეცნ. ინ-ტის მოწვეული პედაგოგი.
თხზ.: ამირეჯიბი, ნ. (1979). ალექსანდრე წუწუნავა. თბ., საქ. სსრ სახ-კინოს სარეკლამო-საგამომც. განყ-ბა.; ამირეჯიბი, ნ. (1990). სინემატოგრაფიიდან კინოხელოვნებამდე. საგამომცემლო ცნობები. თბ., განათლება; ამირეჯიბი, ნ. (1990). დროთა ეკრანი. თბ., ხელოვნება; ამირეჯიბი, ნ. (2003). კინორეჟისორი - ოთარ იოსელიანი. საგამომცემლო ცნობები. თბ.; ამირეჯიბი, ნ. (2009). ადამიანის მრავალსახეობა ეკრანზე. თბ., ეროვნ. მწერლობა. ISBN:9789941020155.