-
ავტორი
- კატეგორიები: ხელოვნებათმცოდნე პროფესორი აკადემიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ამირანაშვილი შალვა იასონის ძე (26.III.1899. ქ. ონი - 9.II.1975, თბილისი, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში), ხელოვნებათმცოდნე. დაამთავრა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტი (1922), მუშაობდა მოსკოვსა და ლენინგრადში (1923-1925). საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თსუ-სა და სამხ. აკადემიაში. თსუ-ში დააარსა ხელოვნების ისტ. და თეორიის პირველი სამეცნ. კათედრა. იყო თსუ-ის და სამხატვრო აკადემიის დოცენტი (1925-1932), პროფესორი (1932). გამოაქვეყნა მონოგრაფია “უბისი, მასალები ქართული კედლის მხატვრობის ისტორიისათვის“ (1929), ამავე თემაზე თსუ-ში დაიცვა დისერტაცია (1936). მიენიჭა ხელოვნების მეცნ. დოქტორისა და პროფესორის წოდება (1936). სკკპ წევრი (1939). სსრკ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1943). საქ. სსრ მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1955), საქ. სსრ მეცნ. დამს. მოღვაწე (1959). სსრკს მუზეუმის ეროვნ. კომიტეტისა და მუზეუმების საერთაშ. საბჭოს წევრი (1957). საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1959). საქართვ. სსრ VI და VII მოწვევების უმაღლ. საბჭოს დეპუტატი. საფრანგეთის სააზიო საზ-ბის ნამდვ. წევრი (1969). თსუ-ის არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნებათმცოდნეობის (1932-1975), თბილ. სამხ. აკად. ხელოვნ. ისტ. და თეორიის (1932-1954) და თსუ–ის ხელოვნების ისტ. და თეორიის კათედრების გამგე (1958-1975). დანიშნული იყო ხელოვნების საქმეთა სამმართველოსთან არსებულ კულტურის ძეგლთა დაცვის განყ–ების უფრ. მოადგილედ (1937). სსრ ხელოვნების სახელმწ. მუზეუმის დირექტორი (1939-1975). ქართ. ხელოვნ. მკვლევარი საქართველოში. ქართვ. ხალხის მატერ. კულტურის ძეგლთა დაცვისა და შეგროვების საქმეში მიუძღვის დიდი წვლილი. მიღებული აქვს ჯილდოები. თსუ-ში სხვადასხვა დროს მიჰყავდა „ქართული ხელოვნების ისტორიის“ კურსი. თსუ-ში მოღვაწეობისას დაწერა თავისი ძირითადი ნაშრომების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის შუა საუკუნეების ქართ. ხუროთმოძღვრებისა და ფერწერის შესახებ. ქართ. საერო მხატვრობის ძეგლების შესწავლის პირველი ცდას წარმოადგენს ნაშრომი “ქართული საერო მხატვრობის გენეზისისათვის” („ქართული მწერლობა“, № 6-7, თბილისი, 1927) და სტატია „შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“ ძველ ქართულ მხატვრობაში“ („საიუბილეო კრებული“, თბილისი, 1939). ძირითადად მუშაობდა ქართ. ფერსკული მხატვრობის, მინიატურისა და ჭედური ხელოვნების შესწავლაზე. შეკრიბა და დაამუშავა დას. საქართველოში ძველ სამონასტრო ცენტრებსა და ტაძრებში გაფანტული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის მრავალი ძეგლი. იკვლევდა ქართ. ხელოვნების განვითარების ეტაპებს და განიხილავს ქართ. ხელოვნების განვითარებას უძველესი ეპოქიდან არაბთა შემოსევამდე, რაც აღწერილი აქვს “ქართული ხელოვნების ისტორიის” I ტომში (1944). ქართულად გამოცემულ „ქართული ხელოვნების ისტორიაში“ (1961) ქართ. ხელოვნება წარმოჩენილია პალეოლითის ხანიდან XX საუკუნემდე, მონოგრაფია რუსულ ენაზე დაიბეჭდა მოსკოვში (1963). ეს შრომა დღემდე რჩება ერთადერთ გამოკვლევად, სადაც სრულადაა განხილული ქართ. ხელოვნების განვითარების გზა. შეადგინა მონოგრაფია ბექა ოპიზარის შემოქმედების შესახებ ქართულ (1937) და რუსულ (1940) ენებზე და განსაზღვრა ამ შემოქმედის ადგილი ქართულ ხელოვნებაში. ნაშრომში დადგენილია ქართ. ოქრომჭედლობის სკოლები და გამოვლენილია მათი სტილის სახასიათო ნიშნები. რუსულ ენაზე გამოქვეყნდა ა.შ.–ს „ირანის დაზგური ფერწერა“ (1940) და „ირანული ფერწერა“ (1941), რომელშიც განხილულია საქართვ. ხელოვნების სახელმწ. მუზეუმში დაცული ირანული მხატვრობის ნიმუშები. დაასაბუთა ქართ. მინანქრის ადგილ. წარმოება და დამზადების რთული ტექნოლოგია განიხილა პარიზში გამოცემულ წიგნში “ქართული მინანქარი” (1961). მოგვიანებით გამოდის ამ შრომის იტალ. (1963) და ამერ. გამოცემები(1965). ეს იყო ამ დონის პირველი პუბლიკაცია ევროპულ ენებზე, რაც ქართ. ხელოვნების ძეგლების თანამედროვე მსოფლიო ასპარეზზე გასვლას ნიშნავდა. სხვა მოღვაწეებთან (გ. ბოჭორიძე, ნ. ბერძენიშვილი და სხვ.) ერთად, აღწერა საქართველოს სხვადასხვა კუთხის არქიტ. და მცირე ხელოვნების ძეგლები, ეკლესიები, სტელები, წარწერები და ა.შ. დამატებით შეადგინა იმ საგანძურის სია, რ–იც გატანილი იყო საფრანგეთში საქართველოს სხვადასხვა პუნქტიდან (1937). მეცნიერულად შეისწავლა ბიზანტ., ძვ. რუს. ხელოვნება. გამოიკვლია ნოვგოროდ-ნერედიცას კედლის მხატვრობა (1932), სადაც ნათლადაა დადგენილი ქართ. და რუს. ხელოვნების ურთიერთობა. ხელმძღვანელობდა ხელოვნების მუზეუმის გამოფენებს საქართველოსა და ფარგლებს გარეთ. მათ შორის დ. შევარდნაძისა და ნ. ფიროსმანაშვილის პერსონალური გამოფენები.
თხზ.: Амиранашвили, Ш. (1925). Стенопись Убисского храма и её значение (по-грузински). Второй Краеведческий съезд Черноморского Побережья и Западного Кавказа. Батум, Полиграфотдел, С. 43-44.; Амиранашвили, Ш. (1930) Новое Грузинское искусство. Большая Советская Энциклопедия. Т. 19. – С. 626-629; ამირანაშვილი, შ. (1933). ტურიზმი და მატერიალური კულტურის ძეგლები. საქ. პტეს-ის გამ-ბა.; ამირანაშვილი, შ. (1941). ატენის ტაძრის კედლის მხატვრობის დათარიღებისათვის. საქ. სსრ მეცნ. აკად. საზოგად. მეცნ. განყ-ბის სამეცნ. სესია. თბილ.: საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა. – გვ. 3, 5-7.; ამირანაშვილი, შ. (1948). გელათის მოზაიკა. სტალინის სახ. თბილ. სახელმწ. უნ–ტის სამეცნ. სესია. თბ., უნ-ტის გამ-ბა, გვ. 1-3. – ტექსტი პარალ. რუს. – გვ. 41-43.; ამირანაშვილი, შ. (1958). არმაზისხევში გათხრების დროს ნაპოვნი ადრესასანური ეპოქის ვერცხლის თასი. თბილისი 1500 : საიუბილეო კრებული. თბ., უნ-ტის გამ-ბა,გვ. 85-93; ამირანაშვილი, შ. (1978). საქართველოდან სხვადასხვა დროს გატანილი სამუზეუმო განძეულობა და მისი დაბრუნება. თბ., უნ-ტის გამ-ბა.; ამირანაშვილი, შ. (1972). ხახულის კარედი= Хахульский триптих= The Khakhuli Triptych. თბ., ხელოვნება, ილ. – ტექსტი პარალ. რუს., ინგლ.; ამირანაშვილი, შ. (1974). ქართველი მხატვარი დამიანე. თბ., ხელოვნება.