ამილახვარი ზურაბ ლევანის ძე
ამილახვარი ზურაბ ლევანის ძე

ამილახვარი ზურაბ ლევანის ძე (04.VII.1949, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი  (1973); ფიზიკოსი; მუშაობს გეოფიზიკის ინ-ტში (1974-დან); ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი. დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ეგზოდინამიკური და ეკოლოგიური პროცესების გამოკვლევა საქართველოს ტერიტორიაზე ძიების გეოფიზიკური მეთოდებით“(2007) და მიენიჭა აკადემ. დოქტორის ხარისხი (2008); თსუ-ის გეოფიზიკის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (2008); სპეციალისტი (2010). არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი და თანაავტორი:,,Исследование инженерно-геологических условий Бакурианского плато экспресс-методом электроразведки“ (Труды инс-та геоф. им. М. Нодиа, т. LXII,  2010). ,,სამშენებლო ობიექტებზე გეოფიზიკური კვლევების შედეგები“ (Journal of Georgian Geophys. Society T 16a, 2013). ,,საქართველოს შავი ზღვის სანაპირო პლაჟური ზოლის ნალექების შესწავლა ნაპირდამცავი ღონისძიებების შემუშავებისათვის“ (მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტის შრომები, ტ.64).