ამილახვარი დიმიტრი ზურაბის ძე
ამილახვარი დიმიტრი ზურაბის ძე

ამილახვარი დიმიტრი ზურაბის ძე (25.IV.1995, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტი (2018);  მაგისტრატურა (2018); დოქტორანტურა (2023); მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტში (2015-დან); მეცნიერ-თანამშრომელი (2019); არის ევროპის ფიზიკოსთა ასოციაციის ,,yung minds“ წარმომადგენელი საქართველოდან (2020). მონაწილეობა მიიღო საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებში და გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში:,,თვითორგანიზებული კრიტიკულობა სეისმურ პროცესებში, მოდელირება და მონაცემთა ანალიზი“ (საერთაშ. სამეცნ. კონფერენცია: „დედამიწასა და მის გარსებში მიმდინარეგეოფიზიკური პროცესები“. შრომები, ISBN 9789941361470, 2023); ,,Drought Risk Assessment in Eastern Georgia Using SPI-3 Index under Regional Climate Change in 1936-2023“ (Int. Journal of Sustainability and Rick Control, e-ISSN: 31048358, pISSN: 3104834X, Baku, Azerbaijan, Vol. 1, No. 3 (3), 2025).

თხზ.: ამილახვარი, დ. (თანაავტორი). (2025). ზოგიერთი მყინვარის შესწავლა კავკასიაში (საქართველო) OGGM მოდელირებისა და დისტანციური ზონდირების მონაცემების საფუძველზე რეგიონული კლიმატის ცვლილების ფონზე:[მონოგრაფია]. თბ., უნივერსალი, ISBN9789941529115.