-
ავტორი
- კატეგორიები: ფაქტი კონფერენცია
ამერიკისმცოდნეობის მე-19 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია
ამერიკისმცოდნეობის მე-19 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია (17.V.2018-19.V. 2018, თბილისი), ამერიკისმცოდნეობის მე-19 ყოველწლიურ საერთაშ. კონფერენციას ტრად. უმასპინძლა თსუ-მ. ორგანიზატორები იყვნენ თსუ-ის ამერიკისმცოდნეობის ინ-ტი და ამერიკის შესწავლის საქართვ. ასოციაცია. ღონისძიება მიეძღვნა თსუ-ის დაარსების 100 წლისა და ამერიკისმცოდნეობის მიმართულების დაარსების 20 წლის იუბილეს. მონაწილეობდნენ აკად. წრის წარმომადგენლები, მკვლევრები და სტუდენტები, მათ შორის მოწვეული სტუმარი, პუბლიცისტი გ. ჩარკვიანი. ასეთი კონფერენციების მთავარი მიზნებია: ამერიკის შესახებ კვლევების წარდგენა და განხილვა; საქართველო-აშშ ურთიერთობების შესწავლა; საერთაშ. აკად. თანამშრომლობის გაღრმავება; ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტების ჩართვა სამეცნ. საქმიანობაში.