-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი მათემატიკოსი
ამბროლაძე ამირან (1960 ქ. ქუთაისი). მათემატიკოსი, თსუ-ის დოცენტი, ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი. დაამთავრა კომაროვის სახ. ფიზ.-მათ. სკოლა. იყო მათემატიკის საერთაშ. ოლიმპიადის პირველი ქართვ. გამარჯვებული (1977), რის გამოც უგამოცდოდ ჩაირიცხა მოსკოვის ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნი-ტის მექან.-მათ. ფაკ-ტზე, რ-იც დაამთავრა წითელ დიპლომზე და სწავლა განაგრძო ამავე უნ-ტის ასპირანტურაში. იყო: თსუ-ში, უმეოსა და ლუნდის უნ-ტებში, სადაც სტუდენტების მიერ რამდენჯერმე იყო აღიარებული წლის საუკეთესო ლექტორად (როგორც თავის ფაკულტეტზე, ასევე მთელ უნ-ტში, შვედეთი). ასევე მუშაობდა ლონდონისა და საუსჰემპტონის უნ-ტებში სამეცნ. მიმართულებით (მანქანური სწავლება - ხელოვნური ინტელექტი, ინგლისი). საქართველოში დაბრუნების შემდეგ ა. ა.-მ მუშაობა დაიწყო თბილ. თავისუფალ უნ-ტში მათ. მიმართულების ხელმძღვანელად დღიდან დაარსებისა, იყო მაქსის ფაკ-ტის დეკანი (მათ. და კომპიუტერული მეცნ.). იყო თბილ. თავისუფალი სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი და დირექტორი დღიდან მისი დაარსებისა. შედგენილი აქვს საავტორო სალექციო კურსი „აზროვნების მათემატიკური წესი“, რ-იც მოიცავს 30-მდე ლექციას და პოპულ. და სახალისო ფორმით ფარავს მათ. თითქმის ყველა მსხვილ მიმართულებას და გამოყენების სფეროს. ეს კურსი ეკითხება თავისუფალი უნ-ტის ყველა სტუდენტს, რ-ც ზოგადი განათლების კურსი. გამოცემული აქვს სამეცნ.-პოპულ. წიგნი „1+1=10“, სადაც სათავგადასავლო ნაწარმოების ფაბულაში ჩართულია უამრავი სახალისო ლოგიკური თავსატეხი. წიგნი განსაზღვრულია არა მხოლოდ მათ. დაინტერესებული მკითხველისათვის, არამედ მისი მიზანია (ტკბილ გარსში გახვეული წამალივით) მათ. სილამაზე და ძალა დაანახოს რაც შეიძლება ფართო აუდიტორიას. სამეცნ. კვლევის ინტერესებს წარმოადგენს: აპროქსიმაციათა თეორია, ორთოგონალური სისტემები, დინამიური სისტემები, მანქანური სწავლება და ხელოვნური ინტელექტი.
თხზ.: Ambroladze, A. (1995). On exceptional sets of asymptotic relations for general orthogonal polynomials,: J.Approx. Theory, Vol.82, No.2; Ambroladze, A. (1999). Ergodic properties of random iterations of analytic functions, Ergodic Theory & Dynamical Systems, 19, 1379-1388; Ambroladze, A. (თანაავტორი). (2004). The Ingredients of the Fundamental Theorem of Learning: Sixteenth International Symposium on Mathematical Theory of Networks and Systems (MTNS2004), Belgium.