-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი მეცნიერ თანამშრომელი
ამბოკაძე ირინა რობერტის ასული (24.VII.1962, თბილისი). ფიზიკოსი. დაამთავრა თსუ–ის ფიზიკის ფაკ-ტი (სპეციალობა-მყარი სხეულების ფიზიკა, 1985). მუშაობს თსუ-ში (1986-დან). არის თსუ–ის ნახევარგამტარული მასალათმცოდნეობის ლაბორ. მეცნიერ-თანამშრომელი (1986-2006); თსუ–ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის, ნივთიერებათა კვლევის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის მეცნიერ-მკვლევარი (2006-2011); აკად. ნ. კეკელიძის სახ. ნივთიერებათა კვლევის სამეცნ. - კვლ. ინ-ტის, ნივთიერებათა ფიზ. თვისებების კვლევის განყ-ის, მეცნიერ-თანამშრომელი (2015-დან). მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნ. სამეცნ. ფონდის, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს და უკრაინის მეცნ. და ტექნოლ. ცენტრის (STCU) მიერ დაფინანსებულ სამეცნ. პროექტებში, ასევე NATO–OSCE საერთაშ. პროექტში ”სამხრეთ კავკასიის მდინარეების მონიტორინგი”. მონაწილეობდა საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებში. არის 20-ზე მეტი სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი. შრომების დიდი ნაწილი გამოქვეყნებულია საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში: „Temperature Dependence of electron mobility in doped n-Ge“ (თანაავტორი, 1999); „Technology for creation of radiation hard materials. International conference Advanced Materials and Technologies“ (თანაავტორი, 2015); “Radionuclides: Properties, Behavior and Potential Health Effects” (2020). კოლეგებთან ერთად მიღებული აქვს 16-ზე მეტი ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. ფონდების გრანტი.