ამაღლობელი სერგო ივანეს ძე
ამაღლობელი სერგო ივანეს ძე

ამაღლობელი სერგო ივანეს ძე (09.VII.1898,  ამაღლება, ახ. ვანის მუნიციპალიტეტი-13. II. 1938), ქართვ. თეატრ. მოღვაწე, კრიტიკოსი, დრამატურგი. ა. ს. სწავლობდა თსუ-ის იურიდ. და ეკონ. ფაკ-ტებზე (1920–1924), ამავე დროს მუშაობდა გაზ.  „ტრიბუნაში“. ა. ს.  ლექციებს კითხულობდა თსუ-სა და თბილ.  კონსერვატორიაში (1924–1928). ა. ს.  იყო  რუსთაველის თეატრის  დირექტორი (1925 წელს), სახკინმრეწვის დირექტორი (1926–1927). წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა მოსკოვის სხვადასხვა შემოქმედებით დაწესებულებას (1928–1931), იყო მოსკოვის ახალი  და  მცირე თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვ. (1931–1936 წლებში). ა. ს.-ს კრიტ. და თეორ. წერილები თეატ. და კინოს შესახებ სისტემატურად იბეჭდებოდა მოსკოვის ჟურნალ-გაზეთებში (1928–1937). მან რუსულ ენაზე დაწერა რამდენიმე პიესა: „კარგი ცხოვრება“, „ჩემი ქვეყანა“ და სხვა.  ა.ს.-ს მნიშვნელოვანი ნაშრომებია: „თეატრისა და კინოს პრობლემები“(1928); მოსკოვში რუსულ ენაზე გამოცემული „ქართული თეატრი“ (1930); „დიდი ბრძოლების დრამატურგია, (1933); „მცირე თეატრი“ (1935) და ა.შ. ა. ს. დააკავეს და წაუყენეს ბრალდება (1938), რომ იგი  ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას თეატრ. და სამწერლობო ფრონტზე, იყო კონტრრევოლუციურ-ტროცკისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი შემქმნელი მოსკოვში, რ-იც აერთიანებდა და სათავეში ედგა მოსკოვის ქართ., ნაციონალისტურ საზ-ბას. მის თანამონაწილეებად განიხილეს და დააპატიმრეს მისი მეგობრებიც, რ-ბიც მას ჰყავდა მოსკოვში სამუშაოდ მიწვეული (1936): პეტრე ოცხელი, ვახტანგ აბაშიძე და გიორგი ჟორდანია. ოთხივე მათგანს მიესაჯა დახვრეტა.

თხზ.: ამაღლობელი, სერგო. (1928). თეატრისა და კინოს პრობლემები, ესთეტიკურ-სოციოლოგიური ნარკვევი. ტფ., სახელგამი.

ლიტ.: ჯანელიძე,  დ.(1975). ამაღლობელი სერგო. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., გვ. 350.; ამაღლობელი სერგო. საქართველო: ენციკლოპედია, (1997), ტ. 1, გვ. 119.