-
ავტორი
- კატეგორიები: რექტორი ფიზიკოსი კურსდამთავრებული საქართველოს პარლამენტის წევრი აკადემიკოსი
ამაღლობელი ნოდარი (24.VIII. 1930, თბილისი-09. IV. 2004, თბილისი), ქართვ. ფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. დოქტორი, პროფესორი, საქართვ. მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი (1988). ა. ნ.-მ დაამთავრა ი. სტალინის სახ. თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1953), შემდეგ სწავლა გააგრძელა საქართვ. მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინ-ტის ასპირანტურაში, რომლის წარმატებით დაამთავრების შემდეგ (1957) ასპირანტურის კურსის გასავლელად მივლინებით გაიგზავნა ქალაქ დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინ-ტის ბირთვული პრობლემების ლაბორ. (1957). მოგვიანებით აქ იგი საქართვ. სრულუფლებიანი წარმომადგენელია ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინ-ტში (1992 ). ა. ნ. არის ელემენტარული ნაწილაკების და ატომბირთვის ექპერ. ფიზიკის აღიარებული მკვლევარი, 150-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი, რომელთაგან ბევრი დაიბეჭდა უცხოეთის პრესტიჟულ სამეცნ. გამომცემლობამ. ა. ნ. იყო საქართვ. მეცნ. აკად. ფიზიკის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (1957-1962), თსუ-ის კიბერ. ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი (1962), მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზ. სამეცნ.-კვლ. ლაბორატორიის განყ-ბის გამგე, თსუ-ის პრორექტორი სამეცნ. მუშაობის დარგში და თსუ-ის რექტორი (1985-1991), შემდეგ კი დაინიშნა მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ- ტის დირექტორად (1991). ა.ნ. არის ელემენტარული ნაწ. და ატომბირთვის ექსპერ. ფიზიკის აღიარებული მკვლევარი. ავტორია 150-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომისა, რომელთაგან ბევრი დაიბეჭდა უცხოეთის პრესტიჟულ სამეცნ გამოცემაში. იყო საქართვ. გაერთიანებულ ინ-ტში (1992). ა. ნ. ამავდროულად ეწეოდა ინტენსიურ სამეცნ. და აქტიურ საზ-პოლიტ. მოღვაწეობას. იგი იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპ. (1989-1990), საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტ. სიით საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ (1995-1999). საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტ. სიით საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ (1999-2004), პარლამენტის მეცნ., განათლებისა და კულტ. კომიტეტის თავ-რე. მიენიჭა პეტრე მელიქიშვილის სახ. პრემია (1976), საქ. სსრ სახელმწ. პრემია (1985). დაჯილდოებულია მეგობრობის ორდენით.