ამაღლობელი მიხეილ
ამაღლობელი მიხეილ

ამაღლობელი მიხეილ (18.IX.1960, ქ. სამტრედია). თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (2002). დაამთავრა თბილ. ვ.მ. კომაროვის სახ. ფიზ.-მათ. სკოლა (1977), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1982), თსუ-ის ასპირანტურა (1985), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1994), ს. სობოლევის სახ. მათ. ინ-ტი (ნოვოსიბირსკი, რუსეთი). ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი, საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭო (2004). არის ფ.მ. დოსტოევსკის სახ. ქ. ომსკის სახელმწ. უნ-ტის საპატიო დოქტორი (რუსეთი,2018), ქ. სამტრედიის საპატიო მოქალაქე (2024). მუშაობს თსუ-ის ალგებრა-გეომეტრიის კათედრაზე (1986-დან), თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის მათ. დეპარტ. ასოცირებულ პროფესორად (2006-დან). სამეცნ. ინტერესების სფეროა: ჯგუფთა თეორია, ალგებრული გეომეტრია ალგებრულ სისტემებზე, ალგებრის ალგორითმული პრობლემები. არის ალგებრის სახელმძღვანელოს (სამი ნაწილი) ავტორი.