-
ავტორი
- კატეგორიები: იურისტი საპატიო დოქტორი
ალვარტი ჰაინერ (Alvart Heiner, 1951, ჰამბურგი), უნ-ტთან აქტიური თანამშრომლობისათვის, სამეცნ. ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, იენის ფრ. შილერის უნ-ტის პროფესორსა და დოქტორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (11.03.2013).
ა. ჰ.-მ იურისპრუდენციასა და ფილოსოფიას ჰამბურგსა და მაინცში სწავლობდა. ორივე იურიდ. სახელმწ. გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღო იურისტის დოქტორის სამეცნ. ხარისხი („სისხლის სამართლებრივი მცდელობანი“, 1981), შემდგომ კი - უმაღ. აკად. კვალიფიკაცია თემაზე: „სამართალი და ქმედება“ (1986). მოიპოვა სწავლების ლიცენზია შემდეგ დარგებში: სისხლის სამართალი, პროცესუალური სასამართლო, სამართლის ფილოსოფია (1986). იგი სოც. პოლიტიკის ეკონ. და ეთიკის კომიტეტის წევრია.
ა. ჰ. ჰამბურგის უნ-ტში მეცნიერ-ხელმძღვანელ ებერჰარდ შმიდჰოიზერის ასისტენტად მუშაობდა. ჰაიზენბერგის სტიპენდიის ფარგლებში (1990-1991) იგი იკვლევდა და ასწავლიდა ბაზელის უნ-ტში. ა. ჰ. იენის ფრიდრიხ შილერის უნ-ტში კითხულობს ლექციებს საკითხებზე: სისხლის სამართალი, პროცესუალური სამართალი (1996). მეცნიერი ასევე იკავებდა იურიდ. ფაკ-ტის დეკანის პოზიციას (2007-2009).