-
ავტორი
- კატეგორიები: საპატიო დოქტორი
ალონსო ხულიო აბალდე (Alonso Julio Abalde, 1956, ვიგო) თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისათვის, მის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის კორუნას უნ-ტის (ესპანეთი) რექტორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (08.12.2017).
ა. ხ. ა-მ დაასრულა სანტიაგო–დე–კომპოსტელას უნ-ტი ბიოლოგიის მეცნ. სპეციალობით(1978), მას მიენიჭა დოქტორის ხარისხი (1986). მეცნიერი კორუნას საუნივერსიტეტო კოლეჯში (1985), სამხრეთ კალიფორნიის უნ-ტში მიკრობიოლოგიის პროფესორის სტატუსით ბიოლოგიის (1988), ვეტ. მედ. და ფარმაცევტიკის დარგში უძღვებოდა ლექციებს. იგი მიკრობიოლოგიის ფაკ-ტზე კორუნის უნ-ტის პროფესორია (1991).
ა. ხ. ა-ს ეკავა სხვადასხვა თანამდებობა: სამხრეთ კალიფორნიის უნ-ტის მიკრობიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის კათედრის მდივანი, უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი კოლუმბიის ოლქის უნ-ტში, ამავე უნ-ტის ვიცერექტორი (2012–2016), გალიციის უნ-ტის საუნივერსიტეტო სისტემის ხარისხის სააგენტოს დირექტორი (2005-2009).
პროფ. ა. ხ. ა. უწყვეტად ეწევა სამეცნ. მუშაობას (1985), რაც კველვითი საქმიანობის შეფასების ეროვნული კომისიის მიერ დადებითადაა შეფასებული.
ა. ხ. ა. 80–ზე მეტი სტატიის ავტორია, მათგან 53 გამოქვეყნებულია საერთაშ. რეფერირებად ჟურნალში. მეცნიერს გამოცემული აქვს 5 წიგნი, არის 7 სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვ. იგი უფროსი მკვლევრის სტატუსით მონაწილეობდა 18 პროექტში, ეროვნულ და საერთაშ. კვლევებში.