ალხანიშვილი ისაკი გიორგის ძე
ალხანიშვილი ისაკი გიორგის ძე

ალხანიშვილი ისაკი გიორგის ძე (01.VIII.1865, სოფ. ანაგა, სიღნაღის რ-ნი - 17.I.1950), მუშა, რევ., ჟურნ. ქველმოქმედი. იყო ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ნამდვ. წევრი (1904-1910); ქართ. უნ-ტის  დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918); მიიღო თვითგანათლება. მუშაობდა რკინიგზის სადგურ ფონაში მეისრედ.  იყო რუს. სოც.-დემოკრ. მუშათა პარტიის წრის წარმომადგენელი სადაც 4 თვე დაჰყო (1895). აქტიურად მონაწილეობდა მუშათა გაფიცხვებში, პირველ პიველმაისობებში, თავის ბინაზე მართავდა ფარულ კრებებს, ავრცელებდა პროკლამციებსა და  არალეგალურ ლიტერატურას. მეფის ცარიზმის უზენაესმა სასამართლომ იგი გაასამართლა, როგორც "უღმერთო და ხელმწიფის უარმყოფელი" და დააპატიმრეს (1897); მეორედ  დაიჭირეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს (1902). ირ. ევდოშვილთან ერთად, თბილ.-მალაკნების (ფიროსმანის) ქუჩის №52 გახსნა ღვინის სარდაფი "ბოდბისხევი" (1904), სადაც რკინიგზის დეპოს და სხვა სახელოსნოების მუშები იკრიბებოდნენ და  თვითმპყრობლობის წინააღმდეგ ამხედრებდნენ დამსწრე საზ-ბას. იგი ერთ-ერთი კრების ჩატარებისას დააპატიმრეს(1905), მაგრამ საგაფიცვო ბიუროს მოთხოვნით გაანთავისუფლეს. ამის შემდეგ იგი მუშაობდა ხაშურში ვაგონების გადამბმელად.  მისი რედაქტორობით გამოიცა სოც.-დემოკრ. ყოველდღიური გაზ. "ცისკარი" (1908), რ-იც მთავრობამ დახურა ჭ. ლომთათიძის წერილების ("სარჩობელაზე") გამო და 4 თვით  მიუსაჯეს პატიმრობა. ახალგაზრდა ქართვ. ჟურნალისტი სიხარულით შეხვდა კავკ. პირველი ეროვნ.  უნ-ის დაარსების იდეას  და ქველმოქმედების სახით შესწირა თანხა ქართ. უნ-ტის  საზ-ბას.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი: 1801-1952: ტ. I .-თბ., 2018. გვ.131; საქართვ.  ეროვნ. არქივი, პ. მელიქიშვილის პირადი ფონდი;  თსუ-ის ფონდი -  471-1-16, გვ. 2.