-
ავტორი
- კატეგორიები: უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი ჟურნალისტი
ალხანაშვილი ისაკი გიორგის ძე (01.VIII. 1865, სოფ. ანაგა, სიღნაღის მუნიციპალიტეტი-17.I.1950). მუშა-რევოლუციონერი, ჟურნალისტი, ქველმოქმედი. იყო ”ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ნამდვილი წევრი (1904-1910); ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918); მიიღო თვითგანათლება. მუშაობდა რკინიგზის სადგურ ფონაში მეისრედ. იყო რუს. სოც.-დემოკრა. მუშათა პარტიის წრის წარმომადგენელი (1895), სადაც 4 თვე დაჰყო. აქტიურად მონაწილეობდა მუშათა გაფიცვებში, პირველ პიველმაისობებში, თავის ბინაზე მართავდა ფარულ კრებებს, ავრცელებდა პროკლამციებსა და არალეგალურ ლიტ-რას. მეფის ცარიზმის უზენაესმა სასამართლომ იგი გაასამართლა, როგორც "უღმერთო და ხელმწიფის უარმყოფელი" და დააპატიმრეს (1897); მეორედ დაიჭირეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს (1902). იროდიონ ევდოშვილთან ერთად, თბილ. მალაკნების (ფიროსმანის) ქუჩის №52 გახსნა ღვინის სარდაფი "ბოდბისხევი" (1904), სადაც რკინიგზის დეპოს და სხვა სახელოსნოების მუშები იკრიბებოდნენ და თვითმპყრობლობის წინააღმდეგ ამხედრებდნენ დამსწრე საზ-ბას. იგი ერთ-ერთი კრების ჩატარებისას დააპატიმრეს (1905), მაგრამ საგაფიცვო ბიუროს მოთხოვნით გაანთავისუფლეს. ამის შემდეგ იგი მუშაობდა ხაშურში ვაგონების გადამბმელად. მისი რედაქტორობით გამოიცა სოც.-დემოკრ. ყოველდღიური გაზ. "ცისკარი" (1908), რ-იც მთავრობამ დახურა ჭოლა ლომთათიძის წერილების ("სარჩობელაზე") გამო და 4 თვით მიუსაჯეს პატიმრობა. ახალგაზრდა ქართ. ჟურნალისტი სიხარულით შეხვდა კავკ. პირველი ეროვ. უნ-ტის დაარსების იდეას და ქველმოქმედების სახით შესწირა თანხა ქართ. უნ-ტის საზ-ბას.
ლიტ.: იმედაშვილი, ი. (2018). ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი: 1801-1952: ტ. 1.-თბ., ISBN: 9789941960628; საქართვ. ეროვნ. არქივი: პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი: თსუ-ის ფონდი, 471, 1-16, გვ. 2.