ალკენი პეტერ
ალკენი პეტერ

ალკენეტერ (Alkene Peter, 26.VIII.1941, ბერლინი), ქართ. უროლოგიური სკოლის განვითარებისა და ევროპულ სკოლასთან ინტეგრაციის ხელშეწყობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (23.02.2015).

ა. პ. მედიც. (1962-1968) და ქიმიას (1965-1969)  ბერლინისა და ვენის უნ-ტებში ეუფლებოდა. იგი ასისტენტად მუშაობდა  სხვადასხვა წამყვან კლინკასა და ინ-ტში (ბერლინის თავისუფალი უნ-ტის შტეგლიცის კლინიკა, კლინ. ქიმ. და ბიოქიმიის ინ-ტი, ქირურგ. კლინიკა და სამედ. კლინიკა (1968-70)) და მოიპოვა ექიმის ლიცენზია (02.04.1970).

ა.პ. დაეუფლა ქირურგის სპეციალობას ჩრდილო-დასავლეთ მაინის ფრანკფურტის  საავადმყოფოს ქირურგ. კლინიკაში (1970-76) და მოიპოვა ქირურგის ლიცენზია (1976). იგი მუშაობდა უროლოგის სპეციალობით იოჰან გუტენბერგის მაინცის უნ-ტის უროლოგიურ კლინიკასა და პოლიკლინიკაში (1976-79) და მიიღო მიიღო უროლოგის ლიცენზია (1979). გამოცდილების შესაბამისად მოიპოვა სწავლების უფლება უროლოგიის დარგში და ასწავლიდა იოჰან გუტენბერგის სახელობის  მაინცის უნ-ტში (1982). მეცნიერი მანჰაიმის უროლოგიის კლინ. დირექტორის პოზიციას იკავებს (1987).

ა. პ. სხვადასხვა ორგანიზაციის წევრია:  „უროლოგთა გერმანული საზოგადოება“, „უროლოგთა ამერიკული საზოგადოება“, „უროლოგთა ევროპული საზოგადოება“. იგი იყო უროლოგთა გერმანული საზ-ბის ვიცეპრეზიდენტი, შემდეგ  კი - პრეზიდენტი (2001-2002).