-
ავტორი
- კატეგორიები: ისტორიკოსი პოლიტიკოსი საპატიო დოქტორი
ალიევი ილჰამ ( Əliyev İlham Heydər oğlu, 24. XII. 1961, ბაქო), საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის აზერბაიჯანის პრეზიდენტს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (28.05.2008).
ა. ი.-მა დაასრულა საშ. სკოლა (1977) და უმაღ. განათლება მოსკოვის სახელმწ. უნ-ტში მიიღო. იქვე განაგრძო ასპირანტურაში სწავლა და ისტორიის მეცნ. საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ საერთაშ. ურთიერთობების ფაკ-ტზე პედაგოგად დარჩა (1982).
ა. ი.-მა დააარსა ფირმა „ორიენტი“ (1991, ), მოღვაწეობდა სტამბოლში (1992), იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწ. ნავთობკომპანია „სოკარის“ ვიცეპრეზიდეტი (1994-2003), ასევე აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატი(1995,2000). იგი გახდა აზერბაიჯანის ეროვნ. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი (1997) და აქტიურად შეუდგა სპორტული სკოლებისა და სპორტული გუნდების დაფინანსებას.
ა. ი. იკავებს პრემიერმინისტრის თანამდებობას (04.08.2003-04.11.2003), ხოლო შემდგომ არჩეულ იქნა აზერბაიჯანის რიგით მესამე პრეზიდენტად (31.10.2003-დღემდე).
ა. ი.-ის პრეზიდენტობისას ქვეყანაში ენერგორესუსრების ექსპორტის ფონზე გაუმჯობესდა ეკონ. მდგომარეობა და დაიწყო ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო–თბილისი–ერზრუმის გაზსადენის გამართვა (05.05.2005).