ალიევი ჰეიდარ
ალიევი ჰეიდარ

ალიევი ჰეიდარ (Əliyev Heydər Əlirza oğlu, 23. V. 1923 – 12. XII. 2003), აზერბაიჯანის პრეზიდენტი თსუ-ის სამეცნ. საბჭომ მეცნ. და განათლების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, ქართვ. და აზერბ. ერების მეგობრობის, ძმობის განსამტკიცებლად გაწეული ძალისხმევისათვის, აირჩია საპატიო დოქტორად (04.03.1996).

ა. ჰ.-მა დაასრულა ნახიჭევანის პედ. ტექნიკუმი (1939) და სწავლა განაგრძო ბაქოს აზერბ. ინდუსტრიულ ინ-ტში არქიტექტურის ფაკ-ტზე, რომელიც არ დაუსრულებია, შემდეგ წელს კი დაასრულა აზერბ. ს. მ. კიროვის სახ. სახელმწ. უნ-ტის ისტ. ფაკ-ტი (1957).

ა. ჰ. დაინიშნა სახელმწ. უშიშროების კომიტეტის კონტრდაზვერვის განყ-ბის უფროსად (1960).  იგი იყო სსრკ-ის სახელმწ. უშიშროების კომიტეტის თავ-რე (21.06.1967-14.07.1969) და აზერბ. სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრ. კომიტეტის პირველი მდივანი (14.07.1969-03.12.1982).

ა. ჰ.-ს სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა (24.11.1982-23.10.1987). იგი იყო ნახიჩევანის ავტონ. რესპუბლიკის ალი მეჯლისისა (05.09.1991-23.06.1993) და აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავ-რე (15.06.1993-05.11.1993).

ა. ჰ. ორჯერ აირჩიეს აზერბაიჯანის პრეზიდენტად (1993 და 2003).