ალიბეგაშვილი გიორგი გურამის ძე
ალიბეგაშვილი გიორგი გურამის ძე

ალიბეგაშვილი გიორგი გურამის ძე (26.V.1959, ქ. თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი. ფილოლოგი, მეცნიერი, თანამდებობის პირი. ფილოლოგიურ მეცნ. დოქტორი (1999), პროფესორი (2001). იყო თბილ. საკრებულოს თავ–რე (2014-2017), საქართვ. ენის სახელმწ. დეპარტ. თავ–რე (2017-დან).  იყო თსუ-ის სამეცნ. ნაწილის სპეციალისტი (1982-1986); თსუ-ის სამეცნ. ნაწილის ლაბორანტი (1982-1989); მე-6 საავტორო გერმან. სკოლის ქართ. ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი (1984-1994); სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედ. ინ-ტის პრორექტორი სასწ. მიმართულებით (1990-1991); თსუ-ის ქართ. ქრისტ. კულტ. ლაბორატორიის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1990-1997); გაზ. „კავკასიონის“ დამფუძნებელი (1991-1994); განათლების სამმართველოს უფრ. (1994-1995); თსუ-ის ქართ. ქრისტ. კულტ. და სიტყვიერების კათედრის დოცენტი, პროფესორი (1998-2006); თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტის დეკანის მოადგილე სამეცნ. დარგში (1999-2005); ამავე უნ-ტის ჰუმანიტარული ფაკ-ტის დეკანი (2005-2006);  თბილ. 161-ე საჯარო სკოლის ქართ. ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი (2007-2009); საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირვეწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტის ფილოლოგიის ფაკ-ტის პროფესორი (2009-დან); მისი სამეცნ. ინტერესების სფეროა: ქართ. ლიტერატურის ისტორია, ქართ.-ბიზანტ. ურთიერთობებისა და ქრისტ. კულტურის საკითხები, ქართ. ფოლკლორი, თარგმანის ისტორია და ა.შ. ქართ., რუს. და ინგლ. ენებზე გამოქვეყნებული აქვს 100-მდე ნაშრომი, სტატია და მასალები, სასკოლო და საუნივერსიტეტო დამხმარე სახელმძღვანელოები. მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო: „ეფრემ მცირის ლიტერატურული შეხედულებანი (1989); სადოქტორო დისერტაციის თემა - „შატბერდის კრებული“ და „ქრისტიანული ეგზეგეტიკა“ (1999). ა.გ. იყო ქ. თბილ. მუნიციპ. მეექვსე მოწვევის საკრებულოს წევრი (2017); ქ. თბილ. მუნიციპ. მეხუთე მოწვევის საკრებულოს თავ–რე (2014-2017).

თხზ.: ალიბეგაშვილი, გ. (თანაავტორი). (1992). საუბრები ძველ ქართულ ლიტერატურაზე. განათლება; ალიბეგაშვილი, გ. (1999). ეპიფანე კვიპრელისთვალთაიდა ქრისტიანული ეგზეგეტიკის ტრადიციები. უნ-ტის გამ-ბა; ალიბეგაშვილი, გ. (2000). წმ. გრიგოლ ნოსელის ანთროპოლოგიური შეხედულებები. უნივერსალი; ალიბეგაშვილი, გ. (თანაავტორი). (2011). ბიზანტინოლოგია საქართველოში 3, ტ.1. ISBN: 9789941437052; ალიბეგაშვილი, გ. (თანაავტორი). (2012). მწყემსი საქართველოსი:საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. თბ., არტანუჯი. ISBN: 9789941421969; ალიბეგაშვილი, გ. (თანაავტორი). (2013). ქართული ლიტერატურა: ქართველ მწერალთა ცხოვრება და მოღვაწეობა, ტ. 1, (V-XVIII სს.). საქართველოს მაცნე. ISBN: 9789941162909; ალიბეგაშვილი, გ. (თანაავტორი). (2017). თარგმანის ისტორია . ქართ. უნ–ტი. ISBN: 9789941945731.