-
ავტორი
- კატეგორიები: სტრუქტურული ერთეული
ალგებრისა და გეომეტრიის კათედრა-სტრუქტურული ერთეული. თსუ-ის დაარსებისთანავე მათ.-საბუნებისმეტყველო ფაკ-ტზე ჩამოყალიბდა ზოგადი მათემატიკის კათედრა, რ-ის ხელმძღვ. იყო პროფ. ა. რაზმაძე (1918). პროფ. არჩილ ხარაძის თაოსნობით მოხდა კათედრის დანაწილება (1930). დამოუკიდებელ ალგებრის კათედრას თვით არჩილ ხარაძე ჩაუდგა სათავეში (1936-1946), შემდეგ მისი ხელმძღვ. იყო პროფ. გიორგი ჭოღოშვილი, ქართული ტოპოლოგიური სკოლის ფუძემდებელი (1946-1998), სწორედ მან გააერთიანა ალგებრისა და გეომეტრიის მიმართულებები და ხელმძღვანელობდა ნახევარი საუკუნე. კათედრა გაიყო „ალგებრის“ და „გეომეტრიისა და ტოპოლოგიის“ ორ კათედრად (1998–2006), ბოლოს ეს ორი მიმართულება კვლავ გაერთიანდა (2006-დან). სხვადასხვა დროს კათედრის გამგეები იყვნენ: პროფ. არჩილ ხარაძე(1936–1946, ალგებრის კათედრა); აკად. გიორგი ჭოღოშვილი (1946-1998, ალგებრის და გეომეტრიის კათედრა); აკად. ხვედრი ინასარიძე (1998–2006, ალგებრის კათედრა); პროფ. ლაზარე ზამბახიძე (1998–2006, გეომეტრია-ტოპოლოგიის კათედრა); პროფ. როლანდ ომანაძე (2006-2009, ალგებრის და გეომეტრიის კათედრა); პროფ. თეიმურაზ ვეფხვაძე (2009-2018, ალგებრის და გეომეტრიის კათედრა); პროფ. მალხაზ ბაკურაძე (2018–დან, ალგებრის და გეომეტრიის კათედრა). კათედრაზე სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნან: დოცენტი ეთერ ალშიბაია (1960–2006); ასოცირებული პროფ. მიხეილ ამაღლობელი (1990-დან), პროფ. მალხაზ ბაკურაძე (2008–დან); დოცენტი ემზარ ბალაძე (1990–2006); პროფ. ვლადიმერ (ლადო) ბალაძე (1980-2006); პროფ. ბადრი დვალიშვილი (1970-2006); პროფ. თეიმურაზ ვეფხვაძე (2006-2018); პროფ. ლაზარე ზამბახიძე (1960-2006); პროფ. გიორგი თევზაძე (1940-1980); პროფ.; დოცენტი გენადი ივანაძე (1990-2006); პროფ. ხვედრი ინასარიძე (1960-2006); დოცენტი გურამ ლაითაძე (1970-2006); პროფ. გიორგი ლომაძე (1948-2005); ასოცირებული პროფ. ვახტანგ ლომაძე (2013); ასოცირებული პროფ. ბაჩუკი მესაბლიშვილი (2013-დან); პროფ. როლანდ ომანაძე (2006-2009); დოცენტი რევაზ ორმოცაძე (1970-2000); ასისტენტ პროფ. რუსლან სურმანიძე (1990-დან); ასოცირებული პროფ. ქეთევან შავგულიძე (2008-დან); პროფ. ადამ ჩახტაური (1940-1980); პროფ. გიორგი ჭოღოშვილი (1946-1998); პროფ. არჩილ ხარაძე (1936-1946). სხვადასხვა წლებში კათედრაზე მოწვეული იყო სპეციალისტები: მიხეილ ბალავაძე, ნოდარ ბერიკაშვილი, გურამ ბერიშვილი, ალექსანდრე ლაშხი; როინ ნადირაძე, ლეონარდ მძინარიშვილი, სამსონ სანებლიძე, თორნიკე ქადეიშვილი (ალგებრული ტოპოლოგია); იოსებ გუბელაძე (K-თეორია); ალექსანდრე ელაშვილი (ლის ჯგუფები); გიორგი ჯანელიძე, თამარ დათუაშვილი, დალი ზანგურაშვილი, ამურ თავაძე, თამაზ კანდელაკი, ალექსანდრე პაჭკორია, ვახტანგ სიმონია, ონისე სურმანიძე, თეიმურაზ ფირაშვილი, არჩილ ყიფიანი, მაია ჭაბაშვილი (ალგებრა); პლატონ კოღონია (რიცხვთა თეორია); გიორგი ხიმშიაშვილი (გლობალური ანალიზი).