ალექსიშვილი  მაკა  მათეს  ასული
ალექსიშვილი მაკა მათეს ასული

ალექსიშვილი  მაკა  მათეს  ასული (21.IV.1945, თბილისი), ქიმიკოსი, ქიმიის მეცნ. კანდიდატი (1976), დოცენტი. დაამთავრა თსუ ქიმიის ფაკ-ტი ფიზ. ქიმიის სპეციალობით (1968). იყო სსრკ მეცნ. აკადემიის ნავთობ-ქიმ. სინთეზის ინ-ტის (მოსკოვი) ასპირანტი (1968-1971). აქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია კინეტიკისა და კატალიზის სპეციალობით პროფ. ვ. შტერნის ხელმძღვანელობით  (1975).  ა. მ. მუშაობდა თსუ-ის ფიზ. ქიმიის კათედრაზე ჯერ  ასისტენტის, ხოლო შემდეგ დოცენტის თანამდებობაზე  (1980-2006). თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტის სტუდენტებისათვის  კითხულობდა ლექციებს დისციპლინებში: ფიზ.ი ქიმია, ქიმ. თერმოდინამიკის რჩეული თავები, ფიზ. ქიმიის სწავლების მეთოდიკა, გამოთვლითი მეთოდები ფიზიკურ ქიმიაში. ა. მ.-ს სამეცნ. შრომები ეძღვნება ჟანგვითი ქიმ. რეაქციების კინეტიკის გამოკვლევას, აგრეთვე  წამლების ფარმაკოკინეტიკის შესწავლას.  გამოქვეყნებული აქვს  30-ზე მეტი სამეცნ. სტატია და  2  სახელმძღვანელო: “О путях образования пропилена в реакции окисления пропана“ (1972); „Кинетика медленного окисления пропана“ (1974); „Механизм окисления пропана“ (1976); მიღებული აქვს საავტორო მოწმობა: „მაღალდისპერსული წყლიანი ემულსიის მიღების მეთოდი“ ( სსრკ), (1988).

  თხზ.: ალექსიშვილი, მ. (თანაავტორი), (2000). ფიზიკური ქიმიის ამოცანათა კრებული  ამოხსნებითურთ, თბ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9992831960; Alexishvili M. (2002). Problems in chemical thermodynamics with solutions. River Edge, World Scientific, ISBN: 9812380760.